25.09.2013

ქართველი კალიგრაფისტის ტიტულს ატარებენ

1.      ანა კვიკვინია – კალიგრაფიის კონკურსის ორგზის ფინალისტი 2010 – 11 წწ, ამჟამად მე– 10 კლასის მოსწავლე;
2.      მარიამ კვიკვინია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2011წ, ამჟამად მე– 10 კლასის მოსწავლე;
3.      სოფიკო არაპამია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2010წ, ამჟამად კურსდამთავრებული
4.      პოლინა ფილიპია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2013წ, ამჟამად მე– 7 კლასის მოსწავლე;

ხელმძღვანელი ნინელი ხუხია



18.05.2013

„ბოლო ზარი„ პირველი მაისის თემში

18 მაისს პირველი მაისის კულტურის სახლში, პირველი მაისის საჯარო სკოლის XII-ე კლასის მოსწავლეებმა 69-ე გამოშვება  აღნიშნეს.
კონცერტი საზეიმო გარემოში ჩატარდა, მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში სწავლის საუკეთესო ეპიზოდები, ვიდეო ეკრანზე ნაჩვენები იყო სწავლისა და გართობის ამსახველი კადრები. 
მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს: პირველი მაისის თემის რწმუნებულმა ქალბატონმა მარინე ლაგვილავამ, სკოლის დირექტორმა ბატონმა კობა კვიკვინიამ და კლასის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მზია ხუხიამ. 
საქართველოს ჩემპიონმა ჭადრაკში პატარა თემურაზ კვიკვინიამ თითოეულ კურსდამთავრებულს სამახსოვროდ ხატები გადასცა და წარმატებები უსურვა.