13.06.2014

,,ედემი" ფინალშია!

13 ივნისს სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ უმასპინძლა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ნახევარფინალურ ეტაპს. ჩვენი სკოლის ნორჩ მოსწავლეთა გუნდ ,,ედემს" კენჭისყრამ მეტოქედ არგუნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის გუნდი. დაძაბული ინტელექტუალური პაექრობა ,,ედემი"-ს გამარჯვებით დასრულდა.
   ფინალამდე ,,ედემმა" შორი გზა განვლო. ჯერ ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე გამარჯვებული შეიქნა, შემდეგ ზონალური ეტაპი ქალაქ ზუგდიდში წარმატებით დაძლია და ნახევარფინალური ბარიერიც უკვე გადალახულია!
  ფინალში ჩვენს გუნდს მეტოქედ საქართველოს ხუთი საუკეთესო სკოლის გუნდი დაუპირისპირდება, თბილისში, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, 28 ივნისს, დღის 12 საათზე.
   გუნდი ,,ედემი"-ს შემადგენლობა:პოლინა ფილიპია(კაპიტანი), ლევან ბუსქანძე, გიორგი ჭითანავა, გიორგი წოწერია, ჯანო გაბისონია, ქრისტინე პერტია, ანდრო გაბისონია. გუნდი მოამზადა ქარტული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინელი-მზია ხუხიამ. გუნდს მხარს უჭერს მომღერალ გოგონათა გუნდი პედაგოგ ნათია ლატარიას ხელმძღვანელობით.

09.06.2014

ანა კვიკვინია ათეულშია!

 2014 წელი მეტად წარმატებულია ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კვიკვინიასთვის. ანამ თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი მოიგო 10-წლამდე გოგონებში, შემდეგ 12 წლამდე გოგონებში მე-3-მე-4 ადგილები გაიყო რეგიონის ჩემპიონატზე. ამჯერად ანამ ქუთაისში, 1-8 ივნისს გამართულ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა ღირსეულად, გაიყო მე-6 - მე-9 ადგილები, რაც მისი საუკეთესო შედეგია!

05.06.2014

საატესტატო გამოცდების შედეგები

 
 დიდი მღელვარება ახლდა მიმდინარე სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებს, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ სემესტრში მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნები და გეოგრაფია ჩააბარეს, ხოლო მეორე სემესტრში - ქართული, უცხოური ენები, მათემატიკა და ისტორია.
  სასიხარულოა, რომ მეთორმეტეკლასელებმა (კლასის დამრიგებელი ლელა ალექსანდრია) წარმატებით გადალახეს ყველა ბარიერი. 
     განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ანა კვიკვინიას მიერ გეოგრაფიაში მიღებული დაუმრგვალებელი ათიანი (პედაგოგი ლიანა ნაჭყებია)! ასევე ნანა იოსავასა და თინათინ კვიკვინიას მაღალი შედეგიანობა...
    საბოლოოდ 13 მოსწავლიდან ცამეტივემ მიიღო საშუალო განათლების ატესტატი!
   ესენი არიან:
1. საბა გაბრავა, 
2.ჟორა გაბისონია,
3.მონიკა გოგოლაშვილი, 
4.ანა კვიკვინია,
5.თამარ კვიკვინია, 
6.თინათინ კვიკვინია, 
7.ნინო გოჩას ასული კვიკვინია, 
8.ნინო დემნას ასული კვიკვინია,
9. სანათა კურდღელია,10. ნანა იოსავა, 
11.ანიკო ფილიპია, 
12.დემური ხიმშიაშვილი,
13.ანა ჯობავა.
 გილოცავთ, ბავშვებო!
 წინ ეროვნული გამოცდებია! 
სკოლის დირექცია ყველა კურსდამთავრებულს უსურვებს სტუდენტობას!

27.05.2014

ბიბლიის კონკურსი

პატარების გუნდი ,,ედემი" ზონალური ეტაპის გამარჯვებულთა შორისაა! გუნდის შემადგენლობა: პოლინა ფილიპია(კაპიტანი), ლევან ბუსქანძე, ანდრო გაბისონია, ქრისტინე პერტია, გიორგი წოწერია, გიორგი ჭითანავა, ჯანო გაბისონია... პედაგოგი ნინელი-მზია ხუხია.

14.05.2014

წარმატებები ჭადრაკში

ზუგდიდი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი ჭადრაკში. 8 წლამდე ჭაბუკები - თეიმურაზ კვიკვინია - მე- 2 ადგილი.... ნიკა ბუკია - მე- 5ადგილი...
12 წლამდე გოგონები - 9 წლის ანა კვიკვინია - მე-3-მე-4 ადგილები... ამით რეგიონის ბავშვთა ჩემპიონატები 2014 წელს დასრულდა... წინ საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ტურნირებია... ოქტომბერში კი ბათუმი მასპინძლობს ბავშვთა ევროპის ჩემპიონატს


  ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ანა კვიკვინიამ, თეიმურაზ კვიკვინიამ და ნიკა ბუკიამ მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო ზემო სვანეთის ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში.
   რეგიონის ჩემპიონი 8 წლამდე ჭაბუკებში გახდა თეიმურაზ კვიკვინია, ხოლო ნიკა ბუკიამ მე–3 შედეგი აჩვენა.
   თორმეტ წლამდე გოგონებში მე– 2 შედეგი აჩვენა ანა კვიკვინიამ.
   გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სკოლაში ნასწავლი პირველი სვლების შემდეგ პედაგოგი გრიშა ხიმშიაშვილის რეკომენდაციით მოხდა ნიკა ბუკიას ჩართვა ხობის საჭადრაკო ცენტრში. 

12.05.2014

თეიმურაზ კვიკვინია ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ჩემპიონია

12 მაისს მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეემა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 8,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა (ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ჩემპიონია) 8- წლამდე ჭაბუკთა შორის თეიმურაზ კვიკვინიამ. აღსანიშნავია, რომ პატარა გამარჯვებული შარშანდელი 7 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა (ხობი).

27.03.2014

ჩვენი სკოლის წარმატებები

მეშვიდეკლასელმა გეგა გაბისონიამ თბილისში გამართულ ზედიზედ 2 ტურნირზე იყოჩაღა... 8 მარტს რესპუბლიკურ ტურნირზე ,,კუნ-ფუ"-ში მე-3 შედეგი აჩვენა, ხოლო 9 მარტს კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო მსოფლიოს 10 ქვეყნის მონაწილეებთან ჭიდილში... მარტი
   თბილისში, ,,ლონდონსქული"-ს ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალში თავი არ შეირცხვინეს ჩვენმა ფინალისტებმა - ირაკლი კვიკვინიამ \მე-6 კლასი\ და ქეთევან გაბრავამ \მე-4 კლასი\... მათ ფინალში შესაბამისად 83 და 80-პროცენტიანი შედეგი დადეს, რაც საპრიზო ადგილებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი...... მარტი
    ,,ევერესტი" - ინგლისური... მე-2 ტურში გადავიდა 37 ჩვენი სკოლის მოსწავლე, მათ შორის მე-10-კლასელი მარიამ კვიკვინია უძლიერესთა შორის, A ქვეჯგუფში მიიღებს მონაწილეობას... (ამ ქვეჯგუფში სამეგრელოს რეგიონიდან სულ 20-მდე მოსწავლე გამოვა). თებერვალი
    ,,კინგსი" - ინგლისური... პირველ ტურში მონაწილეობდა 35-მდე ჩვენი სკოლის მოსწავლე... პირველ ტურში ხუთმა მოსწავლემ 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა... ესენი არიან:ნიკა ბუკია(მე-2 კლასი, პედაგოგი ფატიმან არახამია), ქეთევან რიგვავა, დავით სარჩმელია, მაკა კობახიძე და თეიმურაზ კვიკვინია(ყველა მე-3 კლასი, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა). თებერვალი
      18 მარტი.თბილისი. კალიგრაფისტთა რესპუპლიკური კონკურსის ფინალისტთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი... ფინალისტი პოლინა ფილიპია დაჯილდოვდა ფინალისტის საპატიო სიგელითა და საჩუქრებით... ამჟამად ამერიკაში მყოფმა თემურ ქანდარიამ 16-ტომეული კრებული სახსოვრად გადასცა პოლინას... პედაგოგ ნინელი ხუხიას თქმით დაჯილდოებამ ამაღელვებელ ვითარებაში ჩაიარა.