25.08.2014

ეროვნული გამოცდების შედეგები

ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების შედეგები. რაოდენ სასიხარულოა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სიების მიხედვით ჩვენი სკოლის 9 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი!
ესენი არიან:
1.ნანა იოსავა - 50-პროცენტიანი გრანტით - თსუ
2.თინათინ კვიკვინია - 50-პროცენტიანი გრანტით - ილიას უნივერსიტეტი
3.ანა კვიკვინია - უფასო ფაკულტეტზე - თსუ
4.ჟორა გაბისონია - უფასო ფაკულტეტზე - ტექნიკური უნივერსიტეტი
5.ნინო დემნას ასული კვიკვინია - თსუ სოხუმის ფილიალი
6.ნინო გოჩას ასული კვიკვინია - თსუ
7.დემური ხიმშიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი
8.საბა გაბრავა - საქართველოს უნივერსიტეტი.
9.მერაბი გაბისონია - საქართველოს უნივერსიტეტი

სკოლის დირექცია ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს წარმატებას და ბედნიერ სტუდენტობას უსურვებს! გზები დაგვილოცნია! 

28.07.2014

გუნდი ,,ედემი" ბოლნისის ეპარქიაში

ჩვენი სკოლის ნორჩ ინტელექტუალთა გუნდი ,,ედემი" ამა წლის 26-27 ივლისს მიწვეული იყო ბოლნისის ეპარქიაში ექსკურსიით - საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტის მიერ ორგანიზებულ ბიბლიის კონკურსზე წარმატებისთვის.
  ტანძია, ბოლნისის სიონი, კაზრეთის სამება, წუღრუღაშენი - ეს არასრული ჩამონათვალია ქვემო ქართლის ბოლნისის ეპარქიის იმ წმინდა ადგილებისა, რომელიც ექსკურსიით დაჯილდოებულმა საქართველოს 6 სკოლის მოსწავლეებმა მოილოცეს.
  ბოლნისის ეპარქიის წინამძღვარმა - მეუფე ეფრემმა და კონკურსის ორგანიზატორმა, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წინამძღვარმა - მეუფე სტეფანემ ღირსეულად უმასპინძლეს ბიბლიის კონკურსის გამარჯვებულებს!

26.06.2014

ნიკა ბუკია ილია ვეკუას სახელობის ოლიმპიადის პრიზიორია!

  ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლე ნიკა ბუკია ილია ვეკუას სახელობის მათემატიკური ოლიმპიადის პრიზიორია. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა ნიკას მესამე ხარისხის დიპლომი სკოლაში გამოუგზავნეს. ნიკამ მიმდინარე სასწავლო წელს არაერთ ოლიმპიადაზე ისახელა თავი. მისი პედაგოგია ქალბატონი ბელა ლაგვილავა!

თეიმურაზ კვიკვინიას კიდევ ერთი წარმატება

 12-21 ივნისს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა 8 და 12 წლამდე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის გათამაშებას ჭადრაკში, სადაც ხობის მუნიციპალიტეტის ღირსებას იცავდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 8 წლამდე ჭაბუკებში - თეიმურაზ კვიკვინია. საუკეთესო მოჭადრაკეებთან დაძაბულ პაექრობაში თეიმურაზმა 9 შესაძლებლიდან 7 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა! 

13.06.2014

,,ედემი" ფინალშია!

13 ივნისს სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ უმასპინძლა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ნახევარფინალურ ეტაპს. ჩვენი სკოლის ნორჩ მოსწავლეთა გუნდ ,,ედემს" კენჭისყრამ მეტოქედ არგუნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის გუნდი. დაძაბული ინტელექტუალური პაექრობა ,,ედემი"-ს გამარჯვებით დასრულდა.
   ფინალამდე ,,ედემმა" შორი გზა განვლო. ჯერ ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე გამარჯვებული შეიქნა, შემდეგ ზონალური ეტაპი ქალაქ ზუგდიდში წარმატებით დაძლია და ნახევარფინალური ბარიერიც უკვე გადალახულია!
  ფინალში ჩვენს გუნდს მეტოქედ საქართველოს ხუთი საუკეთესო სკოლის გუნდი დაუპირისპირდება, თბილისში, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, 28 ივნისს, დღის 12 საათზე.
   გუნდი ,,ედემი"-ს შემადგენლობა:პოლინა ფილიპია(კაპიტანი), ლევან ბუსქანძე, გიორგი ჭითანავა, გიორგი წოწერია, ჯანო გაბისონია, ქრისტინე პერტია, ანდრო გაბისონია. გუნდი მოამზადა ქარტული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინელი-მზია ხუხიამ. გუნდს მხარს უჭერს მომღერალ გოგონათა გუნდი პედაგოგ ნათია ლატარიას ხელმძღვანელობით.

09.06.2014

ანა კვიკვინია ათეულშია!

 2014 წელი მეტად წარმატებულია ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ანა კვიკვინიასთვის. ანამ თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთის ჩემპიონატი მოიგო 10-წლამდე გოგონებში, შემდეგ 12 წლამდე გოგონებში მე-3-მე-4 ადგილები გაიყო რეგიონის ჩემპიონატზე. ამჯერად ანამ ქუთაისში, 1-8 ივნისს გამართულ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა ღირსეულად, გაიყო მე-6 - მე-9 ადგილები, რაც მისი საუკეთესო შედეგია!

05.06.2014

საატესტატო გამოცდების შედეგები

 
 დიდი მღელვარება ახლდა მიმდინარე სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებს, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ სემესტრში მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნები და გეოგრაფია ჩააბარეს, ხოლო მეორე სემესტრში - ქართული, უცხოური ენები, მათემატიკა და ისტორია.
  სასიხარულოა, რომ მეთორმეტეკლასელებმა (კლასის დამრიგებელი ლელა ალექსანდრია) წარმატებით გადალახეს ყველა ბარიერი. 
     განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია ანა კვიკვინიას მიერ გეოგრაფიაში მიღებული დაუმრგვალებელი ათიანი (პედაგოგი ლიანა ნაჭყებია)! ასევე ნანა იოსავასა და თინათინ კვიკვინიას მაღალი შედეგიანობა...
    საბოლოოდ 13 მოსწავლიდან ცამეტივემ მიიღო საშუალო განათლების ატესტატი!
   ესენი არიან:
1. საბა გაბრავა, 
2.ჟორა გაბისონია,
3.მონიკა გოგოლაშვილი, 
4.ანა კვიკვინია,
5.თამარ კვიკვინია, 
6.თინათინ კვიკვინია, 
7.ნინო გოჩას ასული კვიკვინია, 
8.ნინო დემნას ასული კვიკვინია,
9. სანათა კურდღელია,10. ნანა იოსავა, 
11.ანიკო ფილიპია, 
12.დემური ხიმშიაშვილი,
13.ანა ჯობავა.
 გილოცავთ, ბავშვებო!
 წინ ეროვნული გამოცდებია! 
სკოლის დირექცია ყველა კურსდამთავრებულს უსურვებს სტუდენტობას!