10.12.2014

ჭადრაკი


 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნუგერ შოგირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მე-4 შეჯიბრება ჭადრაკში. მემორიალი ჩატარდა 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად. მასში 62 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. 
   10 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი თეიმურაზ კვიკვინიამ, ხოლო გოგონათა შორის ანა კვიკვინიამ დაიკავა.

08.12.2014

დაჯილდოება

 
7 დეკემბერს ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში შედგა სამოქალაქო განათლებაში რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მეორე ტურში გადასულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეთა დაჯილდოება. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს წარმატებულ მოსწავლეებს.
  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო ფოტოები და წიგნებზე ავტოგრაფები უსახსოვრა.
  წინ მეორე ტურია...

02.12.2014

ცნობილი გახდა სამოქალაქო განათლებაში რესპუბლიკური ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები

საქართველოს სკოლების 20 ათასიდან  მეორე ტურში გადავიდა 2 ათასი მოსწავლე. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების 35 მოსწავლე. რაოდენ გასახარია, რომ სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლიდან პირველი ბარიერი დაძლიეს:
1. ირინა ბერაიამ (34 ქულა,მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
2.ბექა ბუკიამ (32 ქულა, მე-9 კლასი,პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
3.მარიამ კვიკვინიამ (31 ქულა, მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
4.ანზორ ბუკიამ (31 ქულა, მე-10 კლასი, პედაგოგი და დამრიგებელი შორენა ბუკია)
5.თამარ ტურავამ (31 ქულა, მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
6.ანა კვიკვინიამ (30 ქულა, მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
7.ლევან ბუსქანძემ (29 ქულა,მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
8.ირაკლი თოდუამ (28 ქულა, მე-10 კლასი, პედაგოგი და დამრიგებელი შორენა ბუკია)
9.ნიკა გაბისონიამ (28 ქულა, მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
     მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. 
    სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიღწეულს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!

25.11.2014

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართა.

22 ნოემბერს გაიმართა ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 20 ათასამდე მოსწავლემ. მოსწავლეებმა ტესტირება საკუთარ სკოლებში გაიარეს.
ტესტირება კომპიუტერულად ჩატარდა. საკუთარ შედეგს მონაწილეები ტესტირების დასრულებისთანავე იგებდნენ - მიღებული ქულა მონიტორზე ჩანდა.
  აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის 20 მოსწავლე. მაღალი შედეგები დააფიქსირეს:
      ირინა ბერაიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 34 ქულა;
       ბექა ბუკიამ (მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია) - 32 ქულა;
       ანზორ ბუკიამ (მე-10 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 31 ქულა;
       მარიამ კვიკვინიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 31 ქულა;
       ანა კვიკვინიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 30 ქულა.
   სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ინიციატორია ორგანიზაცია "მოქალაქე". პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის მე-2 ტურში გადავა საქართველოს საჯარო სკოლების 2000 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. მეორე ტურში გადასულთა სიები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

,,კინგსი“-ს ფინალისტები


ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები - პოლინა ფილიპია და გიორგი ჭითანავა ,,კინგსი“-ს რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალისტები არიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  პედაგოგი ნინელი ხუხია.
ფინალისტები გახდნენ ასევე:
ილია თოდუა(მე-3 კლასი, პედაგოგი ბელა ლაგვილავა), ქეთევან რიგვავა, მაკა კობახიძე, თორნიკე კვიკვინია და ბექა ბუკია(პედაგოგი ლალი ფეტელავა).

   ფინალი გაიმართება 30 ნოემბერს.
   სკოლის დირექცია ულოცავს და შემდგომ  წარმატებებს უსურვებს წარჩინებულ მოსწავლეებს!

07.11.2014

6 ფინალისტი!

ჩვენი სკოლის მე-3 კლასელები - დათო ლომაია და ალექსანდრე ტურავა, მე-4 კლასელები - მაკა კობახიძე, ნატრული მებონია და თეიმურაზ კვიკვინია (ყველას პედაგოგი სალომე ჯოლოხავა), მე-5 კლასელი ანა კვიკვინია( პედაგოგი ფატიმან არახამია) - 2 ტურის წარმატებით დაძლევის შემდეგ ,,კინგსი"-ს ინგლისური ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალისტები არიან!
   ფინალი შედგება კვირას, 9 ნოემბერს, ქუთაისში.
   სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს მიღწეულს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!

01.11.2014

მასწავლებლობა უდიდესი შრომაა

მასწავლებლობა უდიდესი შრომაა, ტვირთია,რომლის ღირსეულად ტარებასაც ბევრი ვერ უძლებს. მერი მასწავლებელმა 48 წელი ზიდა ეს ტვირთი სიყვარულით, სიკეთითა და მზრუნველობით. ხუმრობა საქმე ხომ არ არის წლების მანძილზე ასწავლო ათასზე მეტ მოზარდს მათემატიკა, ადამიანობა, ცხოვრება... 
    2013-14 სასწავლო წელი რომ მთავრდებოდა, მერი მასწავლებელმა თქვა: უნდა წავიდე! ასაკს ვგრძნობო... ყველას ეგონა, ხუმრობდა... მოვიდა ახალი სასწავლო წელი და აღმოჩნდა,რომ მართლაც მიდიოდა!
   სკოლის კედლები, ბავშვები, მშობლები, მასწავლებლები, საზოგადოება... ცრემლმორეული პედაგოგი - მერი თაკვარელია ყვავილებით ხელში... მოგონებები... ბევრი მადლობა... პედაგოგების - ნინელი ხუხიას, ნინო ცხადაიას და ნათია ლატარიას მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,მასწავლებელი" - მერვე, მეცხრე, მეთერთმეტეკლასელთა შესრულებით... ასეთი იყო ოქროსფერი შემოდგომის ღვინობისთვის თხუთმეტი ჩვენს სკოლაში.
   წასვლასაც თავისი ხიბლი აქვს... როგორ ლამაზადაც განვლო თბილისელმა ქალბატონმა ხობში პირადი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი ცხოვრება - ასევე ლამაზად დაემშვიდობა მშობლიურ პირველი მაისის საჯარო სკოლას.
   დიდი მადლობა, მერი მასწავლებელო! დიდი მადლობა!!!