14.12.2014

,,ლონდონსქული"-ს ფინალისტები!

 ლონდონის ინგლისური ენის სკოლის მიერ ორგანიზებული და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხარდაჭერილი ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურიც მიილია და ცნობილი გახდა ფინალისტების ვინაობა.
    ფინალისტთა შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც:
1.ნიკა ბუკია - მე-3 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
2.მაკა კობახიძე - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
3.ანა კვიკვინია - მე-5 კლასი (პედაგოგი ნინო ცხადაია)
4.ანდრო გაბისონია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)
5.ქრისტინე პერტია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)
6.მარიამ გაბისონია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)

ფინალი გაიმართება 21 დეკემბერს.
სკოლის დირექცია ულოცავს და უსურვებს წარმატებებს!

მაკა კობახიძე მესამე ხარისხის დიპლომანტია!



ცნობილი გახდა ,,კინგსი"-ს ოლიმპიადის  ფინალური ეტაპის შედეგები ქართულ ენაში. 
   2 შესარჩევი ტურის წარმატებით დაძლევის შემდეგ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სკოლის 7 მოსწავლე მოხვდა. ფინალში კი მათგან მე-4 კლასის მოსწავლე - მაკა კობახიძე გამოირჩა. მისი ნამუშევარი მე-3 ხარისხის დიპლომით შეფასდა.მაკას წარმატებაში წვლილი მიუძღვის მის პედაგოგს და დამრიგებელს - ლალი ფეტელავას.
  სკოლის დირექცია ულოცავს მაკას და მის პედაგოგს წარმატებას!

11.12.2014

პოლინა ფილიპიას წარმატება!


საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატების გამოფენა გაიმართა. კონკურსი უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
    წარმოდგენილი ნახატებიდან სპეცილურმა კომისიამ 28 ნახატი შეარჩია, რომელთა ავტორებიც სერთიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. 
    კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებას სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

   როგორც ჩვენი სკოლის დირექციას აცნობეს - გამარჯვებულთა შორისაა სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლე პოლინა ფილიპია! პედაგოგი და დამრიგებელი ნინელი ხუხია.
   სკოლის დირექცია ულოცავს პოლინას წარმატებას!

10.12.2014

ჭადრაკი


 2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნუგერ შოგირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მე-4 შეჯიბრება ჭადრაკში. მემორიალი ჩატარდა 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად. მასში 62 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. 
   10 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი თეიმურაზ კვიკვინიამ, ხოლო გოგონათა შორის ანა კვიკვინიამ დაიკავა.

08.12.2014

დაჯილდოება

 
7 დეკემბერს ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში შედგა სამოქალაქო განათლებაში რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მეორე ტურში გადასულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეთა დაჯილდოება. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ფასიანი საჩუქრები გადასცეს წარმატებულ მოსწავლეებს.
  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია მიმინოშვილმა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო ფოტოები და წიგნებზე ავტოგრაფები უსახსოვრა.
  წინ მეორე ტურია...

02.12.2014

ცნობილი გახდა სამოქალაქო განათლებაში რესპუბლიკური ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები

საქართველოს სკოლების 20 ათასიდან  მეორე ტურში გადავიდა 2 ათასი მოსწავლე. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების 35 მოსწავლე. რაოდენ გასახარია, რომ სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლიდან პირველი ბარიერი დაძლიეს:
1. ირინა ბერაიამ (34 ქულა,მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
2.ბექა ბუკიამ (32 ქულა, მე-9 კლასი,პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
3.მარიამ კვიკვინიამ (31 ქულა, მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
4.ანზორ ბუკიამ (31 ქულა, მე-10 კლასი, პედაგოგი და დამრიგებელი შორენა ბუკია)
5.თამარ ტურავამ (31 ქულა, მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
6.ანა კვიკვინიამ (30 ქულა, მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია, დამრიგებელი ნინო კვიკვინია)
7.ლევან ბუსქანძემ (29 ქულა,მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
8.ირაკლი თოდუამ (28 ქულა, მე-10 კლასი, პედაგოგი და დამრიგებელი შორენა ბუკია)
9.ნიკა გაბისონიამ (28 ქულა, მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია, დამრიგებელი სალომე ჯოლოხავა)
     მეორე და მესამე ტურში ძირითადი აქცენტი გაკეთდება კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, შემოქმედებითობის, ე. წ. დილემური სიტუაციების ზნეობრივი პოზიციებიდან განსჯისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარზე. 
    სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიღწეულს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!

25.11.2014

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართა.

22 ნოემბერს გაიმართა ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 20 ათასამდე მოსწავლემ. მოსწავლეებმა ტესტირება საკუთარ სკოლებში გაიარეს.
ტესტირება კომპიუტერულად ჩატარდა. საკუთარ შედეგს მონაწილეები ტესტირების დასრულებისთანავე იგებდნენ - მიღებული ქულა მონიტორზე ჩანდა.
  აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთო სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის 20 მოსწავლე. მაღალი შედეგები დააფიქსირეს:
      ირინა ბერაიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 34 ქულა;
       ბექა ბუკიამ (მე-9 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია) - 32 ქულა;
       ანზორ ბუკიამ (მე-10 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 31 ქულა;
       მარიამ კვიკვინიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 31 ქულა;
       ანა კვიკვინიამ (მე-11 კლასი, პედაგოგი შორენა ბუკია) - 30 ქულა.
   სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ინიციატორია ორგანიზაცია "მოქალაქე". პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ოლიმპიადის მე-2 ტურში გადავა საქართველოს საჯარო სკოლების 2000 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. მეორე ტურში გადასულთა სიები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.