19 დეკემბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ქართველი პოეტი ქალის, ანა კალანდაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - ,,ანა ,კალანდაძე - პოეზიის დედოფალი"- მეხუთეკლასელთა მონაწილეობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ცხადაიას ხელმძღვანელობით. კლასის ოთხმა ჯგუფმა იმუშავა პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი კედლის გაზეთების შექმნაზე, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერების ფონზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, ასევე პოეტის ლექსების შინაარსის მიხედვით გაკეთდა ნახატების გამოფენა.20.12.2014
,,ანა კალანდაძე - პოეზიის დედოფალი"
19 დეკემბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ქართველი პოეტი ქალის, ანა კალანდაძის დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო - ,,ანა ,კალანდაძე - პოეზიის დედოფალი"- მეხუთეკლასელთა მონაწილეობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნინო ცხადაიას ხელმძღვანელობით. კლასის ოთხმა ჯგუფმა იმუშავა პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი კედლის გაზეთების შექმნაზე, მოსწავლეებმა ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერების ფონზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, ასევე პოეტის ლექსების შინაარსის მიხედვით გაკეთდა ნახატების გამოფენა.19.12.2014
მათემატიკა - ,,კინგსი"-ს ფინალისტები
,,კინგსი"-ს ფინალისტები გახდნენ მათემატიკაში ჩვენი სკოლის მოსწავლეები:
1.ნუკრი თოდუა - მე-2 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
2. ნიკა ბუკია - მე-3 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
3.ნატრული მებონია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
4.ლევანი ბუკია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
5.თეიმურაზ კვიკვინია - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
6.ქეთევან გაბრავა - მე-5 კლასი (პედაგოგი კობა კვიკვინია)
7.ანა კვიკვინია - მე-5 კლასი (პედაგოგი კობა კვიკვინია)
ფინალი გაიმართება 21 დეკემბერს.
14.12.2014
,,ლონდონსქული"-ს ფინალისტები!
ლონდონის ინგლისური ენის სკოლის მიერ ორგანიზებული და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მხარდაჭერილი ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურიც მიილია და ცნობილი გახდა ფინალისტების ვინაობა.
ფინალისტთა შორის არიან ჩვენი სკოლის მოსწავლეებიც:
1.ნიკა ბუკია - მე-3 კლასი (პედაგოგი ბელა ლაგვილავა)
2.მაკა კობახიძე - მე-4 კლასი (პედაგოგი ლალი ფეტელავა)
3.ანა კვიკვინია - მე-5 კლასი (პედაგოგი ნინო ცხადაია)
4.ანდრო გაბისონია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)
5.ქრისტინე პერტია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)
6.მარიამ გაბისონია - მე-6 კლასი (პედაგოგი მანანა ხვიჩია)
ფინალი გაიმართება 21 დეკემბერს.
სკოლის დირექცია ულოცავს და უსურვებს წარმატებებს!
მაკა კობახიძე მესამე ხარისხის დიპლომანტია!
2 შესარჩევი ტურის წარმატებით დაძლევის შემდეგ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სკოლის 7 მოსწავლე მოხვდა. ფინალში კი მათგან მე-4 კლასის მოსწავლე - მაკა კობახიძე გამოირჩა. მისი ნამუშევარი მე-3 ხარისხის დიპლომით შეფასდა.მაკას წარმატებაში წვლილი მიუძღვის მის პედაგოგს და დამრიგებელს - ლალი ფეტელავას.
სკოლის დირექცია ულოცავს მაკას და მის პედაგოგს წარმატებას!
11.12.2014
პოლინა ფილიპიას წარმატება!
საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატების გამოფენა გაიმართა. კონკურსი უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილეს ფარგლებში ჩატარდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
წარმოდგენილი ნახატებიდან სპეცილურმა კომისიამ 28 ნახატი შეარჩია, რომელთა ავტორებიც სერთიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებას სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც ჩვენი სკოლის დირექციას აცნობეს - გამარჯვებულთა შორისაა სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლე პოლინა ფილიპია! პედაგოგი და დამრიგებელი ნინელი ხუხია.
სკოლის დირექცია ულოცავს პოლინას წარმატებას!
10.12.2014
ჭადრაკი
2 დეკემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნუგერ შოგირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მე-4 შეჯიბრება ჭადრაკში. მემორიალი ჩატარდა 8 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად. მასში 62 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის პირველი ადგილი თეიმურაზ კვიკვინიამ, ხოლო გოგონათა შორის ანა კვიკვინიამ დაიკავა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)





