21.03.2015

„ედემი'' და ,,ნოეს კიდობანი'' კონკურსზე „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“


  21 მარტს ხობის პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლია"-ს პირველი ეტაპი, მუნიციპალიტეტების დონეზე.
   როგორც წესი, კონკურსი 2 კატეგორიაში - უმცროსთა და უფროსთა შორის გაიმართა.
   უმცროსთა შორის მონაწილეობდნენ:ხობის პირველი, ხობის მეორე, ჭალადიდისა და პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდები.
   ჩვენი სკოლის ნორჩ ინტელექტუალთა გუნდი ,,ედემი" წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
1.პოლინა ფილიპია(გუნდის კაპიტანი)
2. გიორგი ჭითანავა
3.ქრისტინე პერტია
4. ანდრო გაბისონია
5. მარიამ გაბისონია
6.ირაკლი კვიკვინია
7.ქეთევან გაბრავა
    კონკურსის დაწყებიდან გუნდმა ხელთ იგდო ლიდერობა და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩუნა! 
     უფროს ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ:ხობის პირველი, ხობის მეორე,ხამისქურის, ბიის, საჯიჯაოს პირველი და პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდები.
      ჩვენს სკოლას წარმოადგენდა გუნდი ,,ნოეს კიდობანი". შემადგენლობა:
1.გიორგი ტურავა (გუნდის კაპიტანი)
2.დათო ლატარია
3. ირინა ბერაია
4. ანა კვიკვინია
5.მარიამ კვიკვინია
6.ლევან ბუსქანძე
7.ჯანო გაბისონია
      უფროსთა კატეგორიაში კონკურსი დაძაბულად წარიმართა და ჩვენი სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა!
     საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ერთდროულად აქამდე ჩვენი სკოლის ინტელექტუალებს არასოდეს უმარჯვიათ.
     გუნდების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნინელი(მზია) ხუხიას, რომელმაც იტვირთა მოსწავლეთა მომზადება. 
    სკოლის დირექცია მადლობას უხდის მას და მუსიკის მასწავლებელ ბელა ბუკიას, რომელმაც მომღერალ გოგონათა მიერ შესრულებული საგალობლებით უზრუნველყო ნორჩ ინტელექტუალთა მხარდაჭერა.
   შემდეგი ეტაპი ზონალური ტური იქნება. წარმატებები ვუსურვოთ ,,ედემს" და ,,ნოეს კიდობანს"!

26.02.2015

ოკუპაციის დღე ჩვენს სკოლაში

25 თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
  ჩატარდა კონფერენცია უფროსკლასელთა მონაწილეობით, პედაგოგ შორენა ბუკიას ხელმძღვანელობით.
  დაწყებითი საფეხურის და მერვეკლასელ მოსწავლეთა მიერ შესრულებული იყო ნახატები ოკუპაციის თემაზე (აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები:ნინელი ხუხია, ლალი ფეტელავა და ბელა ლაგვილავა).
  ხსოვნის ნიშნად მთელი დღის მანძილზე დაშვებული იყო ეროვნული დროშა...
  27 თებერვალს დაგეგმილია ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება ,,რა, სად, როდის", რითაც დაიხურება ოკუპაციის კვირეული. 

24.02.2015

კვლევის შედეგები დაწყებით საფეხურზე


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სფეროში საქართველოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა დონე ტექსტების კითხვასა და გააზრებაში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

  ჩვენი სკოლის დირექციამ საჭიროდ ჩათვალა ამ მიმართულებით ჩაეტარებინა კვლევა დაწყებით საფეხურზე - მე-2 - მე-6 კლასებში. შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:1.კობა კვიკვინია(სკოლის დირექტორი), 2.ცისანა რატია (დირექტორის მოადგილე),3.ნინელი ხუხია(სერტიფიცირებული პედაგოგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში),4.ბელა ლაგვილავა(სერტიფიცირებული პედაგოგი დაწყებით განათლებაში).
   კომისიამ 2 კვირა იმუშავა და დადო შემდეგი შედეგები:

კატეგორია - სწრაფად და სწორად კითხვა
გამოიკითხა დაწყებითი საფეხურის 78 მოსწავლე
სტატისტიკა ასეთია:
მაღალი მაჩვენებელი - 35 მოსწავლე - 44,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 30 მოსწავლე - 37,8 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 17,3 პროცენტი


კატეგორია - ლექსიკური მარაგი
მაღალი მაჩვენებელი - 36 მოსწავლე - 46,2 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 37 მოსწავლე - 47,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 5 მოსწავლე - 6,4 პროცენტი


კატეგორია - ლიტერატურული ტექსტის გააზრება
გამოიკითხა 65 მოსწავლე (მესამე-მეექვსე კლასები)
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 6 მოსწავლე - 9,3 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 27 მოსწავლე - 41,5 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 23 მოსწავლე - 35,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 9 მოსწავლე - 13,8 პროცენტი


კატეგორია - საინფორმაციო ტექსტის გააზრება
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 20 მოსწავლე - 30,8 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 24 მოსწავლე - 36,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 20 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 8 მოსწავლე - 12,3 პროცენტი



  კვლევამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, განსაკუთრებით სპორტული ინტერესი იგრძნობოდა სწრაფად და სწორად კითხვის კატეგორიაში.
  ანალოგიური კვლევა იგეგმება აპრილის თვეშიც. მოსწავლეები შეეცდებიან გააუმჯობესონ შედეგები.

19.02.2015

მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...


ათეული წლები გაატარა ხობის რაიონის ესტატე შუშანიას სახელობის პირველი
მაისის საჯარო სკოლაში... ახსოვს ყველას, ვისაც ეს სკოლა დაუმთავრებია...
     მასთან მიდიოდნენ, ეკითხებოდნენ, მისგან სწავლობდნენ ფიზიკას... და არა მარტო ფიზიკას - ცხოვრებას! დახვეწილი ინტელიგენტი წლების მანძილზე კოხტად დაიარებოდა ჩვენი სოფლის ქუჩებში... უყვარდათ... აფასებდნენ...
  ,,ვაჰ, დრონი, დრონი..." წავიდა... აღარ არის ჩვენთან მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...
   მარადიული ხსოვნა... ნათელი მის სულს...
   

08.02.2015

საჭადრაკო წარმატებები

 4-8 თებერვალს, ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 18, 14, 10 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და წალენჯიხის 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. 
     კლასიკურ ჭადრაკში თავი გამოიჩინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - თეიმურაზ და ანა კვიკვინიებმა. თეიმურაზი 10 წლამდე ჭაბუკთა კატეგორიაში მეორე ადგილზე, ხოლო ანა 14 წლამდე გოგონათა კატეგორიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
   ტურნირის დასკვნით დღეს ჩატარდა რეგიონის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში 3-წუთიანი დროის კონტროლით - ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.დაძაბული პაექრობები 10 წლამდე კატეგორიის ჭაბუკთა შორის საბოლოოდ თეიმურაზ კვიკვინიას გამარჯვებით დასრულდა.  
   სხვა ასაკობრივ კატეგორიებს მარტის დასაწყისში ქალაქი ზუგდიდი უმასპინძლებს.

01.01.2015

მერვეკლასელთა ღია საახალწლო გაკვეთილი

 მეტად სახალისო და თვალსასეირო გამოდგა ღია საახალწლო გაკვეთილი მერვეკლასელთა მონაწილეობით,  პედაგოგ ნინელი ხუხიას ხელმძღვანელობით. კლასი ორ გუნდად გაიყო. გოგონების გუნდი ,,მეკვლე" პოლინა ფილიპიას კაპიტნობით - ჭაბუკთა გუნდ ,,ზამთარ"-ს(კაპიტანი ჯანო გაბისონია) დაუპირისპირდა:საახალწლო თემის ცოდნაში, სიმღერაში, პოეზიაში, სხვადასხვა სახის სახალისო დავალებების შესრულებაში...
   გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატის ავტორს პოლინა ფილიპიას კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და გადასცა გამარჯვებულისათვის განკუთვნილი სერთიფიკატი და სპეციალური პრიზები.

    სკოლის დირექტორმა ასევე მადლობა გადაუხადა დამრიგებელ ნინელი ხუხიას აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის...

თ.ლომაიას მემორიალი

თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თ.ლომაიას რესპუბლიკური მემორიალი ჭადრაკში.
   ხობელთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიამ(მწვრთნელი - ირაკლი გეთია). მან 7 შესაძლებლიდან 6 ქულით მე-2-მე-4 ადგილები გაიყო და დამატებითი კოეფიციენტებით ერგო მე-4 ადგილი. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში 90-მდე ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
   ნიკა ბუკია ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. მან არაერთ საგნობრივ ოლიმპიადაზეც ისახელა 2014 წელს თავი. ვულოცავთ ნიკას წარმატებებს და ვუსურვებთ 2015 წელს კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს!