12.06.2017

სამოდელო გაკვეთილი - ნანა კორტავა

2017 წლის 12 ივნისს სამოდელო გაკვეთილი მეოთხე კლასში ჩაატარა დაწყებითი განათლების პედაგოგმა ნანა კორტავამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, ლალი ფეტელავა, ბელა ლაგვილავა.

სამოდელო გაკვეთილი - ნინო კვიკვინია

2017 წლის 12 ივნისს მერვე კლასში სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ჩაატარა პედაგოგმა ნინო კვიკვინიამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, შორენა ბუკია, ნანი კვიკვინია.

09.06.2017

სამოდელო გაკვეთილი - ბელა ლაგვილავა

2017 წლის 9 ივნისს სამოდელო გაკვეთილი მეოთხე კლასში ჩაატარა დაწყებითი განათლების პედაგოგმა ბელა ლაგვილავამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, ლალი ფეტელავა, ნანა კორტავა.

სამოდელო გაკვეთილი - ლალი ფეტელავა

2017 წლის 9 ივნისს სამოდელო გაკვეთილი მეორე კლასში ჩაატარა დაწყებითი განათლების პედაგოგმა ლალი ფეტელავამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, შორენა ბუკია, ნანა კორტავა.

08.06.2017

სამოდელო გაკვეთილი - ნინო ცხადაია

2017 წლის 8 ივნისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეექვსე კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა ნინო ცხადაიამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, შორენა ბუკია, ნინელი ხუხია.

სამოდელო გაკვეთილი - ნინელი ხუხია

2017 წლის 8 ივნისს სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეხუთე კლასში ჩაატარა ნინელი ხუხიამ. გაკვეთილი მოისმინა შეფასების ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: კობა კვიკვინია, ცისანა რატია, შორენა ბუკია, ნინო ცხადაია.

14.03.2017

რა ვიცით სკოლების შესახებ


საქართველოში 2100-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სასკოლო ცხოვრება აქვს, რაზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სკოლის ადგილმდებარეობა, მოსწავლეების რაოდენობა, სკოლის ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციები, სწავლისა და სწავლების პრაქტიკა, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის რა გზებს ირჩევს სკოლა, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გამოცდილება, შესაძლებლობები, მიღწევები ან სკოლის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნოს? რა ვიცით სკოლების შესახებ და როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას?
სკოლები ძალისხმევას ნაკლებად ხარჯავენ იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნონ. მსგავსი ინფორმაცია, ძირითადად, არა უშუალოდ სკოლისგან, არამედ სხვების ნაამბობისა და შთაბეჭდილებების მიხედვით ვრცელდება, რაც პირად გამოცდილებას ეყრდნობა და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია.
სკოლებისთვის სავალდებულო აქტივობა სკოლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაა, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ანგარიშებს სკოლები ვებგვერდზე აქვეყნებენ. სპეციალისტების შეფასებით, ეს ანგარიშები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს და მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს, დაფინანსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.