08.05.2019
10.04.2019
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხობის „ეტალონმა მოსწავლემ“ „ეტალონის“ სერტიფიკატები გადასცა
ხობის მუნიციპალიტეტის, ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
სეტიფიკატები მოსწავლეებს ხობის 2019 წლის „ეტალონმა მოსწავლემ“ ანი ბერაიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
საზეიმო ცერემონიალზე ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც ჩემპიონატის პირველ ტურში 50 ქულაზე მეტი მოაგროვეს.
03.04.2019
„ხობის ეტალონი მოსწავლე“ 2019 ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაია გახდა (video-photo)
სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაია 85 ქულით (და ასევე უსწრაფესი დროის მაჩვენებლით) 2019 წლის ხობის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულს დაეუფლა!
<3
<3
<3 სწორედ ანი წარადგენს ხობის მუნიციპალიტეტს 2019 წლის 15 ივნისს თბილისში - საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოსავლენ ფინალურ ეტაპზე!!!
<3
<3
გილოცავ, ანი!!!
<3
<3
<3
ვულოცავ ანის მშობლებს - გიგა ბერაიას და ლალი ბუკიას!
<3
ვულოცავ ჩვენს სკოლას და ანის პედაგოგებს!
<3
<3
<3
მადლობა ანის ამ სიამოვნებისთვის!!!
<3
<3 
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინია სწრაფ ჭადრაკში ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებული
თეიმურაზ კვიკვინია ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებულია.
30 მარტს ფოთში დასრულდა ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. ღია ტურნირში (შეუზღუდავი ასაკი) 47 მონაწილეს შორის დაუმარცხებლად - 7 შესაძლებლიდან 6 ქულით (5 მოგება, 2 ყაიმი) პირველი ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის (ამავე დროს ფოთის საჭადრაკო სკოლის) მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ.
თეიმურაზ კვიკვინია საქართველოს ორგზის ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში. მისი უახლოესი გეგმები საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მაისის დასაწყისში უმასპინძლებს.
08.03.2019
„ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მესამე ბლოგპოსტს
სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 14 წლის
ვის უხარია წაგება?! - არავის!
ჭადრაკში პარტია ყაიმით თუ არ დამთავრდა - ან ერთი მხარე იმარჯვებს, ან - მეორე. ამჟამად 14 წლის ვარ და 7 წლის ასაკიდან არაერთ საჭადრაკო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. მინახავს აცრემლებული ბავშვები, აგრესიული მშობლები და მწვრთნელებიც კი. სიმართლე გითხრათ, მეც არაერთხელ მიტირია წაგებული პარტიის გამო.
როდესაც ბავშვი პარტიას აგებს, ის თავისთავად განიცდის და როცა ამას მისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებების - მშობლების და მწვრთნელის აგრესია ემატება - მარცხი ათმაგად უფრო მტკივნეული ხდება.
ვფიქრობ, რომ ჭადრაკის პარტიის წაგების გამო შვილისა თუ მოსწავლისთვის დაყვირება და ჩხუბი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება მშობელმა და მწვრთნელმა ჩაიდინოს. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რა განცდებშია ამ დროს ბავშვი.
26.02.2018
საჭადრაკო კონკურსი
პედაგოგ ბელა ლაგვილავას სადამრიგებლო მეორე კლასში ჭადრაკის მასწავლებელმა კობა კვიკვინიამ 26 თებერვალს გამართა ფინალი საჭადრაკო ამოცანების ამოხსნაში. თავდაპირველად კონკურსში ჩაერთო 24 მოსწავლე. მათგან 11-მა მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური. 11 ფინალისტს შორის საუკეთესო ხუთეული გამოვლინდა. დაძაბულ პაექრობაში დამატებითი ამოცანის ამოხსნა გახდა საჭირო. გამარჯვებული სისწრაფემ გამოავლინა - სესილი ჯიშკარიანმა წამით აჯობა ნიკოლოზ ბუკიას თანაბარი ქულების პირობებში:
1. სესილი ჯიშკარიანი - 30 ქულა
2. ნიკოლოზ ბუკია - 30 ქულა
3.დიტო ბიგვავა - 25 ქულა
4.რამაზი ბუკია - 24 ქულა
5.მურთაზ კვიკვინია - 24 ქულა
მოსწავლეები დიპლომებით დააჯილდოვეს - კობა კვიკვინიამ, ბელა ლაგვილავამ და ქართული ენისა და ლოტერატურის მასწავლებელმა ნინო ცხადაიამ.
30.01.2018
წარმატებები სამეგრელოს რეგიონის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში!
ფოთში 2017 წლის 27-30 იანვარს გაიმართა სამეგრელოს რეგიონის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში... მონაწილეთა შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები - ნიკა ბუკია, მარიამ ლაგვილავა, ანა კვიკვინია და თეიმურაზ კვიკვინია... სასიამოვნოა, რომ ოთხივე მედლით მოვა ხვალ სკოლაში... თეიმურაზმა 13 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა, ამავე კატეგორიაში მესამე იყო ნიკა ბუკია... 11 წლამდე გოგონებში მეორე იყო მარიამ ლაგვილავა, ხოლო 15 წლამდე გოგონებში ასევე მეორე იყო ანა კვიკვინია!
ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
Подписаться на:
Сообщения (Atom)








