14.03.2017

რა ვიცით სკოლების შესახებ


საქართველოში 2100-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სასკოლო ცხოვრება აქვს, რაზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სკოლის ადგილმდებარეობა, მოსწავლეების რაოდენობა, სკოლის ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციები, სწავლისა და სწავლების პრაქტიკა, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის რა გზებს ირჩევს სკოლა, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გამოცდილება, შესაძლებლობები, მიღწევები ან სკოლის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნოს? რა ვიცით სკოლების შესახებ და როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას?
სკოლები ძალისხმევას ნაკლებად ხარჯავენ იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნონ. მსგავსი ინფორმაცია, ძირითადად, არა უშუალოდ სკოლისგან, არამედ სხვების ნაამბობისა და შთაბეჭდილებების მიხედვით ვრცელდება, რაც პირად გამოცდილებას ეყრდნობა და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია.
სკოლებისთვის სავალდებულო აქტივობა სკოლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაა, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ანგარიშებს სკოლები ვებგვერდზე აქვეყნებენ. სპეციალისტების შეფასებით, ეს ანგარიშები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს და მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს, დაფინანსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.

20.02.2017

მზადება კონკურსისთვის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"


       რესპუბლიკური კონკურსისთვის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" მზადების მიზნით 20 თებერვალს სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში შედგა შიდასასკოლო ტური... მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინელი ხუხიასთან ბიბლიის თემაზე საწრეო მუშაობაში არიან ჩართული... ტურს ესწრებოდა საპატიო სტუმარი - მამა იაკობი...
      კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა.
      
          საბოლოო შედეგები:
უმცროსი თაობის ინტელექტუალები -
 
1. ნიკა ბუკია (მე-5 კლასი) - 34 სწორი პასუხი 60 კითხვიდან
2.ქეთევან გაბრავა (მე-7 კლასი) - 16
3.ქეთევან რიგვავა (მე-6 კლასი) - 15

უფროსი თაობის ინტელექტუალები -
1.პოლინა ფილიპია (მე-10 კლასი) - 43 სწორი პასუხი
2.მარიამ კვიკვინია (მე-10 კლასი) - 30
3.ირაკლი კვიკვინია (მე-9 კლასი) - 24
     
      კონკურსს ორგანიზება გაუკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ხუხიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მამა იაკობმა დალოცა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს...

19.12.2016

შიდასაწრეო ტური ბიბლიის თემაზე

   19 დეკემბერს გაიმართა შიდასაწრეო ტური ბიბლიის თემაზე... ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინელი ხუხიასთან საწრეო მუშაობით იმაღლებენ ინტელექტს.
    წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, მოსწავლეებმა უპასუხეს 100 კითხვას ბიბლიიდან. საუკეთესო შედეგები ასეთია:
უმცროსები -
1.ნიკა ბუკია - 75 სწორი პასუხი
2.ქეთევან რიგვავა - 60
3.ნატრული მებონია - 57
უფროსები -
1.პოლინა ფილიპია - 96 სწორი პასუხი
2.მარიამ კვიკვინია - 92
3.ირაკლი კვიკვინია - 70
ჟიურიმ იმუშავა შემდეგი შემადგენლობით: ცისანა რატია (სასწავლო ნაწილის გამგე), ნინელი ხუხია (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი), შორენა ბუკია (ისტორიის მასწავლებელი), კობა კვიკვინია (სკოლის დირექტორი)...
ანალოგიური შიდასაწრეო ტურები მომავალშიც იგეგმება.

16.06.2015

,,კინგსი"- ს მათემატიკური ოლიმპიადის ფინალისტები...

,,კინგსი"-ს მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალისტები გახდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:ნატრული მებონია (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა) და ქეთევან გაბრავა (მე-5 კლასი, პედაგოგი კობა კვიკვინია). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქეთევანმა პირველ და მეორე ტურებში ასპროცენტიანი შედეგი ანახა!

06.06.2015

5 ივნისი - გარემოს დაცვის დღე პაპანწყვილთან... (ვიდეო კოლაჟი)

 გარემოს დაცვის დღე - 5 ივნისი ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ტბა პაპანწყვილთან გაატარეს... პედაგოგებმა ბელა ლაგვილავამ, ლალი ფეტელავამ და თამარ კობახიძემ ქართულის, მათემატიკის და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ბუნების წიაღში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილის მიზანი იყო სასწავლო თემის - ,,ტბები"-ს შეჯამება, ხობის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება.

30.05.2015

ანბანთქება - 2015


პირველკლასელთათვის საზაფხულო არდადეგების მაუწყებელი ზარი საქართველოს სკოლებში 20 მაისს დაირეკა. თუმცა ჩვენი სკოლის პირველკლასელებს დარჩათ რაღაც სათქმელი...
   29 მაისი... მუსიკის ოთახი...სმენად ქცეული აუდიტორია... იაკობ გოგებაშვილის ,,აი, ია"... ილიას ,,ენა, მამული, სარწმუნოება"...  თამამი სიტყვები... პატრიოტული სიმღერები... ლექსები... ქართული ცეკვები... ფორტეპიანოსთან პედაგოგი ნათია ლატარია... განიცდიდა პირველი მასწავლებელი, პედაგოგი - დალი თევზაძე... სურდა მას - განეხორციელებინა ყველა თავისი ჩანაფიქრი... საინტერესო ,,ანბანთქება" გამოვიდა! წინ კი დიდი გზაა გასავლელი!
   პირველკლასელებო, გილოცავთ! თქვენ ხომ უკვე მეორეკლასელები ხართ!

29.05.2015

,,მხიარული სტარტები" - მეორე ადგილი!

 29 მაისს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ხობის პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გაიმართა ,,მხიარული სტარტები"-ს ფინალური ეტაპი. მონაწილეობდა ზონალურ ეტაპზე გამარჯვებული ოთხი სკოლა:ჭალადიდის, ახალი ხიბულის, პირველი მაისის და ხობის პირველი საჯარო სკოლის გუნდები.
   წინასწარ ეტაპზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ხეთის, თორსის და ხამისქურის საჯარო სკოლების ბარიერი წარმატებით დაძლიეს.
   ნახევარფინალში ახალი ხიბულის საჯარო სკოლასთან გამარჯვების შემდეგ -ფინალი ხობის პირველ საჯარო სკოლასთან დაძაბულად წარიმართა და მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
   ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით სპორტის მასწავლებლებს - მერაბ ქანდარიას და გრიშა ხიმშიაშვილს.