23.12.2013

2013 – 2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებები

პოლინა ფილიპია – მე–7 კლასი – ,,ქართული კალიგრაფიის“ რესპუბლიკური კონკურსის ფინალისტი. პედაგოგი – ნინელი ხუხია;
თეიმურაზ კვიკვინია – მე–3 კლასი – მათემატიკური ოლიმპიადა კინგსის ფინალისტი. ჯილდოვდება III ხარისხის  დიპლომით. პედაგოგი – ლალი ფეტელავა;
ანა კვიკვინია – მე –4 კლასი – მათემატიკური ოლიმპიადა კინგსის ფინალისტი. ჯილდოვდება  მუნიციპალიტეტის დონეზე I ადგილის სიგელით. პედაგოგი – ლალი ფეტელავა;
თეიმურაზ კვიკვინია – მე– 3 კლასი – მათემატიკური ოლიმპიადა ,,Londonscool” - ის ფინალისტი. პედაგოგი – ლალი ფეტელავა;
ირაკლი კვიკვინია – მე –6 კლასი –  მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონის ფინალისტი, ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე პირველი ადგილი. პედაგოგი – კობა კვიკვინია;
მარი გაბრავა – მე– 6 კლასი  – ინგლისური ენის ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონის ფინალისტი, ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე პირველი ადგილი. პედაგოგი – სალომე ჯოლოხავა;
ჯანო გაბისონია – მე–7 კლასი– ინგლისური ენის ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონის გამარჯვებული ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე. პედაგოგი – ფატიმან არახამია;
ქეთევან გაბრავა –  მე – 4 კლასი – მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონში  ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე  II ადგილი. პედაგოგი – ლალი ფეტელავა;
ბუბა ბერაია – მე – 5 კლასი  – – მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონში  ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე  II ადგილი. პედაგოგი – კობა კვიკვინია.
ანდრო გაბისონია – მე – 5 კლასი – ინგლისური ენის ოლიმპიადა ,,ევერესტის“  შემოდგომის სეზონში  ხობის მუნიციპალიტეტის დონეზე  III ადგილი. პედაგოგი – სალომე ჯოლოხავა.
2013 წლის შემოდგომა – ,,მხიარული სტარტები“ – ჩვენი სკოლის გუნდი ,,ჩხაია – ავაზა“ მოხვდა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის 120 სკოლას შორის 16 საუკეთესოში.

25.09.2013

ქართველი კალიგრაფისტის ტიტულს ატარებენ

1.      ანა კვიკვინია – კალიგრაფიის კონკურსის ორგზის ფინალისტი 2010 – 11 წწ, ამჟამად მე– 10 კლასის მოსწავლე;
2.      მარიამ კვიკვინია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2011წ, ამჟამად მე– 10 კლასის მოსწავლე;
3.      სოფიკო არაპამია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2010წ, ამჟამად კურსდამთავრებული
4.      პოლინა ფილიპია – კალიგრაფიის კონკურსის  ფინალისტი 2013წ, ამჟამად მე– 7 კლასის მოსწავლე;

ხელმძღვანელი ნინელი ხუხია



18.05.2013

„ბოლო ზარი„ პირველი მაისის თემში

18 მაისს პირველი მაისის კულტურის სახლში, პირველი მაისის საჯარო სკოლის XII-ე კლასის მოსწავლეებმა 69-ე გამოშვება  აღნიშნეს.
კონცერტი საზეიმო გარემოში ჩატარდა, მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში სწავლის საუკეთესო ეპიზოდები, ვიდეო ეკრანზე ნაჩვენები იყო სწავლისა და გართობის ამსახველი კადრები. 
მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს: პირველი მაისის თემის რწმუნებულმა ქალბატონმა მარინე ლაგვილავამ, სკოლის დირექტორმა ბატონმა კობა კვიკვინიამ და კლასის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მზია ხუხიამ. 
საქართველოს ჩემპიონმა ჭადრაკში პატარა თემურაზ კვიკვინიამ თითოეულ კურსდამთავრებულს სამახსოვროდ ხატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

24.04.2013

ინტელექტუალურ თამაში ,,ეტალონი,,-ს გამარჯვებულნი


წლის ეტალონი ქართულში ბექა ბუკია მე–8 კლასი

წლის ეტალონი ქართულში გიორგი ტურავა მე–10 კლასი

წლის ეტალონი ქიმიაში ანზორი ბუკია მე–9 კლასი