10.12.2019

ფიროსმანის სამყარო

ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნებასთან-ფიროსმანის სამყარო
მასწავლებლები - ნინელი ხუხია და თეა ტყებუჩავა...,,სიკვდილით იწყება სიცოცხლე"

“ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან…
მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე… მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.
ცხოვრება კონტრასტია: მდიდარი – ღარიბი, კეთილი – ბოროტი…
როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული – ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებ.
უშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისათვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან.”
ეს ფიროსმანის სიტყვებია... დაღლილი იყო… ავადმყოფობით, შიმშილით, დაუფასებლობით…
სიბნელესა და ნესტში გაატარა ცხოვრება... ავად გახდა და გარდაიცვალა.
არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა.
საღებავებზე, ძვირფას ტილოსა და საკუთარ ოთახზე ოცნება ჩვენთვის უცნობ საფლავში წაიღო გენიოსმა მხატვარმა.
დღეს კი ფიროსმანი ჩვენთან იყო.. ბავშვები გაეცნენ ფიროსმანის სამყაროს ...მის უკვდავებას....მოიძიეს ინფორმაცია ფიროსმანზე..გააკეთეს ინსცენირება ექსპრონტად... გააცოცხლეს ნახატებში ფიროსმანი. იყო ვიდეორგოლისჩვენება....მუსიკის მოსმენა....ფიროსმანზე ლექსების მოძიება და კითხვა

20.11.2019

პირველი ეტაპი დასრულდა!

 
ზეპირი მათემატიკური ანგარიშის რესპუბლიკური კონკურსის ,,მიქსიკე - პრანგლიმინე“ 2019-2020 სასწავლო წლის პირველი ეტაპი დასრულდა. დაფიქსირდა 387 მონაწილე.
     პირველი ეტაპის შემდეგ მე-7-მე-12 კლასელი გოგონების კატეგორიას ლიდერობს შარშანდელი გამარჯვებული - მე-10 კლასის მოსწავლე ანა კვიკვინია, ხოლო ამავე კლასების ბიჭების კატეგორიას  მისი ძმა - მეცხრეკლასელი თეიმურაზ კვიკვინია უდგას სათავეში.
    თავიანთ კატეგორიებში ათეულში არიან მე-7 კლასელი ნატალი ქირია და მე-9 კლასელი გურამი ფარცვანია. ასევე კარგი სტარტი ჰქონდა მე-6 კლასელ საბა საბახტარაშვილს.
    შეგახსენებთ წესებს. სულ სამი ეტაპია. საუკეთესო ორი ეტაპის ქულები ჯამდება და გაირკვევა ყველა კატეგორიაში 10-10 ფინალისტის ვინაობა.
    მეორე ეტაპი - ,,სტატიკური სამჭიდი - 2“ დასრულდება მიმდინარე წლის 2 დეკემბერს. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.

https://ge.miksike.eu/#pranglimine/math/en/mmresults.html?mode=cnttabs&cid=101&free=1

30.10.2019

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერი გადასცეს

 29 ოქტომბერს სენაკის კულტურის სახლში შედგა საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოების  ცერემონია.
        ფოთის, სენაკის, აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაჯილდოვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები - ქეთევან გაბრავა და ანა კვიკვინია (დამრიგებელი მერაბი ქანდარია).
         ვულოცავთ ქეთევანს და ანას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!
       

27.10.2019

შტრიხები პორტრეტისათვის - ეკა ბოლქვაძე!




       

ბლიც-ინტერვიუ ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მიერ არჩეულ  თვითმმართველობის თავმჯდომარე -  მეთერთმეტეკლასელ ეკა ბოლქვაძესთან!

-         ეკა, პირველ რიგში გილოცავ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას!
-         მადლობა❤️ყველანაირად ვეცდები გავამართლო ბავშვების ნდობა!

-         გვიამბე ცოტა რამ შენზე...

-         სიამოვნებით...

-         დაბადების თარიღი...


-          2003 წლის 29 აპრილი

-         საყვარელი ფერი...


-         მწვანე, შავი, შინდისფერი...

-         საყვარელი წიგნი

-         ,,დედოფალი მარგო“ / ალექსანდრე დიუმა /
-         ,, დიდოსტატის მარჯვენა" /კონსტანტინე გამსახურდია/
-         ..ნათლი " /მარიო პიუზო/....

24.10.2019

შტრიხები პორტრეტისათვის - ნონა ხუფენია!


რუბრიკის სტუმარია ზუგდიდელი  ქალბატონი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ხუფენია, რომელიც კონკურსის წესით 2019 წლის სექტემბრიდან სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგი გახდა.

                     -  გაგვაცანით თქვენი თავი რამდენიმე წინადადებით...

-         მე ვარ ნონა ხუფენია. წლებია ვმუშაობ  სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. მაქვს დიდი პედაგოგიური გამოცდილება - როგორც კერძო, - ასევე საჯარო სკოლაში.  2010 წელს გავხდი სერტიფიცირებული მასწავლებელი. წელს კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა. ვარ ადამიანი, რომელიც აფასებს თავის პროფესიას, კეთილსინდისიერად და ერთგულად ასრულებს თავის მოვალეობას. მიყვარს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გავხადო  ხვალინდელი დღე  დღევანდელზე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. მიყვარს სიახლეები და მუდმივად ვეძებ მათ. მუდმივი ძიებისა და პროფესიული ზრდის გარეშე წარმოუდგენელია დააინტერესო მოსწავლეები.

22.10.2019

შტრიხები პორტრეტისათვის - თეა ტყებუჩავა



რუბრიკის სტუმარია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თეა ტყებუჩავა, რომელიც კონკურსის წესით 2019 წლის სექტემბრიდან სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის პედაგოგი გახდა.

გაგვაცანით თქვენი თავი რამდენიმე წინადადებით…

მე ვარ თეა ტყებუჩავა. დავამთავრე ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ,,კოლხა“.  თერთმეტი წელი ვიმუშავე კერძო სკოლაში ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლად. ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში. მიყვარს ადამიანებთან გულახდილი ურთიერთობები, რაც, ჩემი აზრით, დეფიციტურია დღეს. ვთვლი, რომ ვარ პოზიტიური, ემოციური, ენერგიული, მეგობრული.  საქმისადმი და ადამიანებისადმი ერთგულება ჩემი სტიქიაა.

13.10.2019

ქალბატონ ნანა კორტავას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნანა კორტავას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    ნანა მასწავლებელს წარმატება  მოსწავლეთა მშობლებმა - თაკო შავლიაშვილმა და სალომე მსხალაიამ მიულოცეს!  

თაკო შავლიაშვილი - მესამეკლასელი წარჩინებული მოსწავლე საბა ყურუას მშობელი:
პირველ რიგში ნანა მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს ვულოცავ! ნანა მასწავლებელი მართლაც გამორჩეული პედაგოგია. ის მაქსიმუმს დებს ჩვენი შვილების განათლებაში. მან ზუსტად იცის, როგორ მიუდგეს ბავშვებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა ხალისით ისწავლონ. სიახლეების არ ეშინია და მშობლებიც ჩართული ვართ, ვთანამშრომლობთ მასთან ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ნანა მასწავლებლის დამსახურებით ჩემმა საბამ ბევრი კარგი თვისება შეიძინა. მადლობა მას!

სალომე მსხალაია - მეშვიდეკლასელი წარჩინებული მოსწავლე ლუკა კახიანის მშობელი:
ნანა მასწავლებელი სამი წელი ასწავლიდა ჩემს ლუკას. თანამედროვე მასწავლებელია, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ცდილობს არცერთი ბავშვი არ დარჩეს უყურადღებოდ, მისი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ საბავშვო ოლიმპიადებზე. ბავშვების ინტერესებს ითვალისწინებს და აქვს საკლუბო მუშაობა. ის მართლაც გამორჩეული პიროვნება და მასწავლებელია. ვულოცავ მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ნანას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!


11.10.2019

ქალბატონ ლალი ფეტელავას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასებისა და რუსული ენის მასწავლებელ ლალი ფეტელავას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    ლალი მასწავლებელს წარმატება  მოსწავლეთა მშობლებმა - ბელა ბუკიამ და ფატიმა ქირიამ მიულოცეს!  

  ბელა ბუკია - მეცხრეკლასელი წარჩინებული მოსწავლე მაკა კობახიძის მშობელი:
     მასწავლებლისთვის ბავშვების სიყვარულზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს!  ეს ერთეულთა ხვედრია. ქალბატონმა ლალი ფეტელავამ დაიმსახურა ეს უანგარო გრძნობა თავის მოსწავლეებში! ის ჩემი შვილის პირველი მასწავლებელი იყო.  მაკა უკვე მეცხრე კლასშია და ლალი მასწავლებელი ახლაც ასწავლის. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი ლალი მასწავლებელი როგორც დაწყებით კლასებში, ისე რუსულ ენაში - ორივე მიმართულებით სერტიფიცირებული მასწავლებელია. მგონია, რომ ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს ჩემს შვილს ლალი მასწავლებლის დამსახურებით: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის სწორად განაწილება, უფროსისადმი პატივისცემის გრძნობა და სხვა ბევრი რამ, რაც სწორად ცხოვრებისთვისაა საჭირო.
მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი შვილებისთვის და მივულოცო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი!

ფატიმა ქირია - წარჩინებული მოსწავლეების - ანა და თეიმურაზ კვიკვინიების მშობელი:
   პირველ რიგში ვულოცავ ლალი მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს! მართლაც იგი ერთერთი გამორჩეული პედაგოგია და მგონია, რომ მეტსაც იმსახურებს! ისე მოხდა, რომ ჩემი შვილების (ორივეს) პირველი მასწავლებელი იყო. თემოს ნაკადი პირველი იყო სკოლაში, ვისაც ბუკებით სწავლამ მოუწია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ლალი მასწავლებელი ყველა კარგ სიახლეს ითვისებდა და გადასცემდა ბავშვებს. თემომ სწორედ მისგან ისწავლა, თუ როგორ გამოეყენებინა სწორად ბუკი. ბავშვებმა ხალისით, თამაშ-თამაშით ისწავლეს მათემატიკა. მახსენდება დაუვიწყარი ,,ანბანთქება“ ანას კლასში. იმხელა შრომა იყო ჩადებული 2-საათიან პროგრამაში. კიდევ ბევრის თქმა შეიძლება ლალი მასწავლებელზე, რომელიც თავის სათქმელს ყოველდღიური შრომით ამბობს.
მადლობა მას ყველაფრისთვის!
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ლალის წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!






06.10.2019

ქალბატონ შორენა ბუკიას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


       
    ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელ შორენა ბუკიას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    შორენა მასწავლებელს წარმატება მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა, ამჟამად სტუდენტებმა,  პოლინა ფილიპიამ და გიორგი ტურავამ მიულოცეს!  

პოლინა ფილიპია:
      მინდა მთელი გულით მივულოცო  შორენა მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი!  გულში მას ხშირად „ცოცხალ ენციკლოპედიასაც“ კი ვეძახდი, რამეთუ არ არსებობდა კითხვა, რომელზეც  პასუხი არ ჰქონდა. მყისიერად  დაგაუნებდა წარსულში და იმდენად დიდი ენთუზიაზმით ყვებოდა ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ამბავს, ასე მეგონა - ძალაუნებურად ამ ტორიის ნაწილ ვიყავი. წარმოუდგენელი იყო არ გყვარებოდა და არ გესწავლა საგანი, რომელსაც იგი ასეთი მონდომებითა და სიყვარულით გასწავლიდა!
       შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შორენა მასწავლებელი ლოიალური, თბილი და მეგობრული ბუნებით ყველა მოსწავლეს უყვარდა.  არ არის ადვილი - იყო კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი, კარგი მეზობელი, კარგი მასპინძელი და ამავე დროს - კარგი მასწავლებელი! ქალბატონი შორენა ყველაფერს ასწრებდა! მადლობა მას და ჩემს ყველა პედაგოგს, რომელთაგან დედობრივი მზრუნველობის არაერთი მაგალითი მიმიღია!

გიორგი ტურავა:
     ყველა ჩემი  მასწავლებლის მიმართ მინდა გამოვთქვა  მოწიწება და სიყვარული! მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი არც ოჯახში მყოლია ვინმე და არც ახლო სანათესაოში, მივიღე კარგი განათლება და მე ამ ყველაფერს საკუთარ ნიჭთან ერთად კარგ პედაგოგებს ვუმადლი!
    ნინელი ხუხია, ნინო კვიკვინია, ლელა ალექსანდრია, სალომე ჯოლოხავა, გულნარა კრავჩენკო, ლიანა ნაჭყებია, მერაბი ქანდარია, მერი თაკვარელია! -  რომელი ერთი ჩამოვთვალო! ყველანი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ!
    შორენა მასწავლებელზე მხოლოდ კარგი მეთქმის! არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან კარგი მასწავლებელი! ვულოცავ მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს! წარმატებები ჩემს სკოლას!
    
      სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ შორენას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!