30.01.2018





წარმატებები სამეგრელოს რეგიონის სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში!

    ფოთში 2017 წლის 27-30 იანვარს გაიმართა სამეგრელოს რეგიონის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში... მონაწილეთა შორის იყვნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები -  ნიკა ბუკია, მარიამ ლაგვილავა,  ანა კვიკვინია და თეიმურაზ კვიკვინია... სასიამოვნოა, რომ ოთხივე მედლით მოვა ხვალ სკოლაში... თეიმურაზმა 13 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა,  ამავე კატეგორიაში მესამე იყო  ნიკა ბუკია... 11 წლამდე გოგონებში მეორე იყო მარიამ ლაგვილავა,  ხოლო 15 წლამდე  გოგონებში  ასევე მეორე იყო ანა კვიკვინია!       
ვულოცავთ მოსწავლეებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!       


15.01.2018

ქართული ენის გრამატიკის წრე!

2017-18 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში იმუშავებს ,,ქართული ენის გრამატიკის წრე"... მეცადინეობა ჩატარდება ყოველ პარასკევს -14:30-დან 15:30 საათამდე... წრეში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. წრის ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ცხადაია.

05.01.2018

ხუთნი ფინალში!!!
     შეიძლება ითქვას, რომ მთელი ნაკრებით იქნება წარმოდგენილი სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ზეპირი მათემატიკური ანგარიშის კონკურსზე ,,მიქსიკე-პრანგლიმინე"...
დასრულდა კონკურსის შესარჩევი სამივე ეტაპი... მონაწილეობა მიიღო 2887-მა კონკურსანტმა... მოსწავლეთა ოთხ კატეგორიაში (1-3 კლასელი გოგო-ბიჭები, 4-6 კლასელი გოგო-ბიჭები, მე-7-მე-12 კლასელი გოგონები, მე-7-მე-12 კლასელი ბიჭები) გამოვლინდა 10-10 ფინალისტი, ხოლო ზრდასრულთა და მასწავლებელთა შორის 5-5 ფინალისტი კაცთა და ქალთა შორის... სამი ეტაპიდან დაჯამდა ორ ეტაპზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგები...
       სამივე ეტაპზე მეორე შედეგი ჰქონდა მე-8 კლასელ ანა კვიკვინიას, რომლის მაჩვენებელიც აბსოლიტურ შედეგებში მეორე იყო... ანამ სამივე ეტაპზე ყველა მონაწილე ბიჭზე უკეთესი შედეგი აჩვენა (12 403 ქულა) და მხოლოდ მე-12 კლასელ ნინო გიორგაძეს ჩამორჩა (ახალციხე), რომელიც შარშანდელი გამარჯვებულია და საქართველოს სახელს იცავდა ლიტვაში გამართულ ანალოგიურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე...
ბიჭებს შორის მეორე შედეგით (11 457 ქულა) გადავიდა ფინალში მე-7 კლასელი თეიმურაზ კვიკვინია...
მე-7-მე-12 კლასელ გოგონათა შორის თავი გამოიჩინა მე-11 კლასის მოსწავლე პოლინა ფილიპიამ (8 353 ქულა), რომელიც მე-7 შედეგით გადავიდა ფინალში...
მე-4-მე-6 კლასელ გოგო-ბიჭებში თავი გამოიჩინა მე-6 კლასელმა ნიკა ბუკიამ, რომელიც მე-8 შედეგით ასევე იქნება ფინალური ტურის მონაწილე (7 787 ქულა)...
      ზრდასრულთა და მასწავლებელ კაცთა შორის მესამე შედეგით პედაგოგი კობა კვიკვინიაც გავიდა ფინალში (8 806 ქულა), რომელიც ხელმძღვანელობს მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობას და მზადებას.
     მადლობას იმსახურებს ჩვენი სკოლის ყველა მათემატიკის მასწავლებელი (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე) - ბელა ლაგვილავა, ლალი ფეტელავა, ნანა კორტავა, დალი თევზაძე, ნინო კვიკვინია, ნატო გაბრავა-ქირია, ნანი კვიკვინია და კობა კვიკვინია... მართალია ეს არ არის მათემატიკა! მხოლოდ ნაწილია! ზეპირი და სწრაფი ანგარიშის უნარი კომპიუტერის გამოყენებით! მაგრამ რომ არა მყარი საფუძველი, ეს შედეგები თავისით არ მოვიდოდა!
წარმატებები ფინალში ჩვენს მონაწილეებს!
http://ge.miksike.eu/…
http://ge.miksike.eu/…
http://ge.miksike.eu/…

03.01.2018

წარმატებები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში!

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდნენ სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის შემდეგი მოსწავლეები:
1.ბუკია თამაზი (მე-10 კლასი) - ბიოლოგიასა (პედაგოგი - ლალი ბუკია) და ისტორიაში (პედაგოგი შორენა ბუკია)
2.კვიკვინია ირაკლი (მე-10 კლასი) - ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედაგოგი - ნინელი ხუხია)
3. ჭითანავა გიორგი (მე-11 კლასი) - ისტორიაში (პედაგოგი - შორენა ბუკია)
4.ბუკია ბექა (მე-12 კლასი) - ქართულ ენასა და ლიტერატურასა (პედაგოგი - ნინო ცხადაია) და ისტორიაში (პედაგოგი - შორენა ბუკია)
5.ბუსქანძე ლევანი (მე-12 კლასი) - ისტორიაში (პედაგოგი შორენა ბუკია)
6.გაბისონია ნიკა (მე-12 კლასი) - ისტორიაში (პედგოგი შორენა ბუკია)
7.კვიკვინია თამაზი (მე-12 კლასი) - ისტორიაში (პედაგოგი შორენა ბუკია)
ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს მეორე ტურში გადასვლას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს! ❤️
 მადლობას იმსახურებენ ის მოსწავლეებიც, ვინც დაძლია საკმაოდ რთული ოლიმპიდის მინიმალური ბარიერი, თუმცა მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა მაღალი კონკურენციის გამო. ესენი არიან: 

ბეჭვაია ზვიადი (მე-10 კლასი, ქართული ენა და ლიტერატურა, პედაგოგი ნინელი ხუხია),
ბუკია თამაზი (მე-10 კლასი, ინგლისური, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა; რუსული - პედაგოგი გულნარა კრავჩენკო; ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი ნინელი ხუხია)
თოლორაია თამარი (მე-10 კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი ნინელი ხუხია)
კვარაცხელია მარიამ (მე-10 კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი ნინელი ხუხია)
კვიკვინია ირაკლი (მე-10 კლასი - რუსული - პედაგოგი გულნარა კრავჩენკო; ინგლისური - პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
ფილიპია ნიკა (მე-10 კლასი - ისტორია - პედაგოგი შორენა ბუკია; ქართული ენა და ლიტერატურა - პედაგოგი ნინელი ხუხია)
გაბისონია ჯანო (მე-11 კლასი - გეოგრაფია - პედაგოგი ლიანა ნაჭყებია, ქართული - პედაგოგი ნინელი ხუხია)
ფილიპია პოლინა (მე-11 კლასი - გეოგრაფია - პედაგოგი ლიანა ნაჭყებია, ქართული - პედაგოგი ნინელი ხუხია)
ჭითანავა გიორგი (მე-11 კლასი - გეოგრაფია - პედაგოგი ლიანა ნაჭყებია, ქართული - პედაგოგი ნინელი ხუხია)
ბუკია ბექა (მე-12 კლასი - ინგლისური - პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
ბუსქანძე ლევანი (მე-12 კლასი - ქართული - პედაგოგი ნინო ცხადაია)
გაბისონია ნიკა (მე-12 კლასი - ქართული, პედაგოგი ნინო ცხადაია)
თოდუა ლევანი (მე-12 კლასი - ქართული, პედაგოგი ნინო ცხადაია)