22.11.2023

,,არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე, შენ გაიარე სიცოცხლის ახლოს"-უყვარდა სიცოცხლე, თან მუდამ გაურბოდა მას..

,,თვით ჩემი სიცოცხლე იმ გზებით წავიდა,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა"... ეს იყო მისი დატანჯული ყოფის მკაფიო გადმოცემა...
პოეზიის მეფე....რომელიც ამბობდა ,,მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ"....
,,წვეთი სისხლი არ არის ჩემში არაქართული"...
,,ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის"
,,ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია"...
ხელი ჩაიქნია ცხოვრებაზე და თავისი ტკივილი შემაძრწუნებლად გადმოსცა ლექსით-
,,...ეს აზრი უნდა გავიგოთ ესე,
რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას
და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს წერტილს ტყვიისას, რას? თვითმკვლელობას"--
გალაკტიონმა თავისი პოეზიის გასაღები თავადვე შემოგვთავაზა:
,,ვინაც გაიგებს ჩექურთმას ქართულს,
ის პოეზიას ჩემსას გაიგებს"- ვახსენოთ ღმერთი და მივაშუროთ გალაკტიონის გენიით განათებულ პოეტურ სამყაროს.....
კლასი - IX.
მასწავლებელი - ნინელი ხუხია.

15.04.2022

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა

 


ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის  საჯარო სკოლის Vკლასიც ჩაერთო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში.მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენისა და ანბანის ისტორიას, გამოხატეს თავიანთი ემოციები და დამოკიდებულებები.



20.12.2021

კონკურსში ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა ე.შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ

  


    გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ. პროექტის ხელმძღვანელი: ნინელი ხუხია და ლუკა კახიანი.     პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. პროექტის განსახორციელებლად მეორე ადგილზე გასულ სკოლას ჯილლდოს სახით გადაეცემა 800 $, რითაც შეკეთდება ძლიერი ქარის მიერ სკოლის სახურავის დაზიანებული ნაწილი, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით გასუფთავდება არსებული არხები და გაიჭრება სამი ახალი არხი, პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარადება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები.


https://www.facebook.com/photo/?fbid=4664850946969541&set=a.417083428413002

04.02.2020

კონკურსი ,,მიქსიკე-პრანგლიმინე - 2020“


2 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონკურსის,  ,,მიქსიკე-პრანგლიმინესაქართველოს  ზეპირი მათემატიკური ანგარიშის ფინალური ეტაპი  გაიმართა, რომელშიც საქართველოს 15 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
   კონკურსის 50 ფინალისტს შორის იყვნენ  ხობის N1 საჯარო სკოლის 2  და ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის 11  წარმომადგენელი.
   საქართველოს მასშტაბით გამართულ ფინალში ხობელებს ხუთი საპრიზო ადგილი ერგოთ.
მე-II ადგილი - გიორგი შონია - ხობის პირველი საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
მე-II ადგილი - ანა კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-10 კლასი)
მე-II ადგილი - კობა კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მამაკაც მასწავლებელთა შორის)
მე-III ადგილი - პეტრე შონია - ხობის პირველი საჯარო სკოლა (მე-6 კლასი)
მე-III ადგილი - თეიმურაზ კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
   ზეპირ კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ:
მე-5 ადგილი - ნიკა ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-8 კლასი)
მე-6 ადგილი - ზურაბი ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-3 კლასი)
მე-6 ადგილი - გიორგი ყორშია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-7 ადგილი - ირინა ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-6 კლასი)
მე-7 ადგილი - გურამ ფარცვანია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
მე-8 ადგილი - ლუკა კახიანი - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-9 ადგილი - ნატალი ქირია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-10 ადგილი - დათა მორგოშია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი
  ასევე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა საქართველოს ფინალის ყველაზე ნორჩმა მონაწილემ, პირველკლასელმა - 6 წლის დათა ფოჩხუამ (მე-4 ადგილი).
  პედაგოგები: კობა კვიკვინია, ხათუნა გერგაია, ნინო კვიკვინია, ანა კორტავა, ნატო ქირია.
    საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს    2 მაისს   ლატვიის ქალაქ ვენსპილსში აქვთ მონაწილეობის უფლება.
  2019 წელს  ამავე კონკურსში  მეცხრე კლასის მოსწავლე ანა კვიკვინიამ,  პირველი ადგილი დაიკავა VII-XII კლასელ გოგონათა შორისმან 11178 ქულა აიღო და 3500 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს. ამ გამარჯვებით ანამ საერთაშორისო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვასაერთაშორისო ფინალი  ესტონეთის ქალაქ კილინგი ნიომეში გაიმართა, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის და უკრაინის წარმომადგენლები.

ავტორი: ირინე ფილიპია

03.02.2020

,,მიქსიკე 2020,, ფინალისტები (ვიდეო)

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონკურსის,  ,,მიქსიკე-პრანგლიმინე“ საქართველოს ზეპირი მათემატიკური ანგარიშის ფინალური ეტაპი.