10.04.2019

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხობის „ეტალონმა მოსწავლემ“ „ეტალონის“ სერტიფიკატები გადასცა


ხობის მუნიციპალიტეტის, ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა. 
სეტიფიკატები მოსწავლეებს ხობის 2019 წლის „ეტალონმა მოსწავლემ“ ანი ბერაიამ საზეიმო ვითარებაში გადასცა. 
საზეიმო ცერემონიალზე ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც ჩემპიონატის პირველ ტურში 50 ქულაზე მეტი მოაგროვეს. 






03.04.2019

„ხობის ეტალონი მოსწავლე“ 2019 ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაია გახდა (video-photo)

სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე - ანი ბერაია 85 ქულით (და ასევე უსწრაფესი დროის მაჩვენებლით) 2019 წლის ხობის ,,ეტალონი მოსწავლის" ტიტულს დაეუფლა!    სწორედ ანი წარადგენს ხობის მუნიციპალიტეტს 2019 წლის 15 ივნისს თბილისში - საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოსავლენ ფინალურ ეტაპზე!!!  
გილოცავ, ანი!!!   
ვულოცავ ანის მშობლებს - გიგა ბერაიას და ლალი ბუკიას! 
ვულოცავ ჩვენს სკოლას და ანის პედაგოგებს!   
მადლობა ანის ამ სიამოვნებისთვის!!!   


პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინია სწრაფ ჭადრაკში ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებული

თეიმურაზ კვიკვინია ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებულია.  
30  მარტს ფოთში დასრულდა ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. ღია ტურნირში (შეუზღუდავი ასაკი) 47 მონაწილეს შორის დაუმარცხებლად - 7 შესაძლებლიდან 6 ქულით (5 მოგება, 2 ყაიმი) პირველი ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის (ამავე დროს ფოთის საჭადრაკო სკოლის) მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ. 
საპრიზო ადგილზე მოსახვედრად მცირედი დააკლდა ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიას (მე-4 ადგილი), გოგონათა შორის კი მეხუთე ადგილზე გავიდა მეხუთეკლასელი მარიამ
ლაგვილავა.
თეიმურაზ კვიკვინია საქართველოს ორგზის ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში. მისი უახლოესი გეგმები საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მაისის დასაწყისში უმასპინძლებს.