ზეპირი მათემატიკური ანგარიშის რესპუბლიკური კონკურსის ,,მიქსიკე - პრანგლიმინე“ 2019-2020 სასწავლო წლის პირველი ეტაპი დასრულდა. დაფიქსირდა 387 მონაწილე.
პირველი ეტაპის შემდეგ მე-7-მე-12 კლასელი გოგონების კატეგორიას ლიდერობს შარშანდელი გამარჯვებული - მე-10 კლასის მოსწავლე ანა კვიკვინია, ხოლო ამავე კლასების ბიჭების კატეგორიას მისი ძმა - მეცხრეკლასელი თეიმურაზ კვიკვინია უდგას სათავეში.
თავიანთ კატეგორიებში ათეულში არიან მე-7 კლასელი ნატალი ქირია და მე-9 კლასელი გურამი ფარცვანია. ასევე კარგი სტარტი ჰქონდა მე-6 კლასელ საბა საბახტარაშვილს.
შეგახსენებთ წესებს. სულ სამი ეტაპია. საუკეთესო ორი ეტაპის ქულები ჯამდება და გაირკვევა ყველა კატეგორიაში 10-10 ფინალისტის ვინაობა.
მეორე ეტაპი - ,,სტატიკური სამჭიდი - 2“ დასრულდება მიმდინარე წლის 2 დეკემბერს. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.
https://ge.miksike.eu/#pranglimine/math/en/mmresults.html?mode=cnttabs&cid=101&free=1