მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში - "მედიაწიგნიერების ოლიმპიადა" მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მე - 11 კლასის
მოსწავლეები და მედიაწიგნიერების მასწავლებელი.
მათ გადაიღეს ვიდეო თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები".
"შესანიშნავ ათეულს" ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისთვის კომუნიკაციების კომისიამ გადასცა სერტიფიკატი.
გუნდის წევრები: ანნა კვაშილავა, ანანო ყორშია, ანანო ადონია, დიანა თოდუა, ლიკა ბუკია, ლიზი ლომაია, ნინი ხარებავა, ნინო ქანდარია, ნიკოლოზ ტყებუჩავა, ნუგზარ გვალია.
მასწავლებელი: ლალი ფეტელავა.
"შესანიშნავ ათეულს" წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!