12.09.2025

სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები და მათ გადასცა ფულადი ჯილდოები.
ვულოცავ ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს ლუკა კახიანს და ვუსურვებ საინტერესო და წარმატებულ მომავალს.

სკოლის დირექტორი ნინო ცხადაია

28.08.2025

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას

 

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და ვუსურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს!
ლიზი ბუკია❤ თსუ
ნინი ბეჭვაია❤ ალტე
ნიკა ნარსია❤ ალტე
ლუკა კახიანი ❤ IBSU
გიგი გაბისონია❤ სეუ
გიორგი ყორშია❤ კავკასიის უნივერსიტეტი .

02.07.2025

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩვენი სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში ,,წარმოიდგინე რომ ხარ ოკეანე, მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“, - მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით და მცირე საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები - უფლისა წულეისკირი (მე -8 კლასი ) და მარიანა თოდუა ( მე- 9 კლასი ).

19.06.2025

პროექტში ,,გახდი შენი სკოლის მწვანე ჩემპიონი"ს მონაწილეები ბულაჩაურის მწვანე ბანაკში გაემგზავრებიან

 


პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
*ირინა ბუკიამ
*სუზანა გაბისონიამ
*მარიამ ლაგვილავამ
წარმატებით გაიარეს შესარჩევი კონკურსი პროექტში ,,გახდი შენი სკოლის მწვანე ჩემპიონი" და მიემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ბანაკში...
წარმატებები ჩემს ძვირფასს მოსწავლეებს.


22.04.2025

,,ენა დედაა ერისა“, კალიგრაფიის კონკურსი

 

სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ 14 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გამოაცხადა ქართული ენის კვირეული. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე: ,,ენა დედაა ერისა“, კალიგრაფიის კონკურსი , გაკვეთილი-მსოფლიო დამწელობები (კლასი მეშვიდე), პოეზიის ერთი საათი(პოეზია და მუსიკა-კლასი მეხუთე).