03.12.2025

შხარას წარმატება!

 

ხობის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე (შემოდგომის სეზონი) გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში "ტვინების ბრძოლა" წარმატებას მიაღწია ჩვენი სკოლის მეცხრეკლასელთა ( დამრიგებელი ლალი ბუკია) გუნდმა "შხარამ ", რომელიც მე-9 - მე-12 კლასელთა კატეგორიაში გამოდიოდა. მათ საბოლოოდ მეორე გუნდური ადგილი დაიკავეს .
"შხარა " ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით : ზურაბი ბუკია (კაპიტანი); ბარბარე ლომაია; გიგი ყორშია; ედემი ჭითანავა; ანდრია ქანდარია.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ ეტაპებზე!