12 მაისს მარნეულში საქართველოს ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის დასრულდა. ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეემა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 8,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა (ზედიზედ მეორე წელია საქართველოს ჩემპიონია) 8- წლამდე ჭაბუკთა შორის თეიმურაზ კვიკვინიამ. აღსანიშნავია, რომ პატარა გამარჯვებული შარშანდელი 7 წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა (ხობი).