მეტად სახალისო და თვალსასეირო გამოდგა ღია საახალწლო გაკვეთილი მერვეკლასელთა მონაწილეობით, პედაგოგ ნინელი ხუხიას ხელმძღვანელობით. კლასი ორ გუნდად გაიყო. გოგონების გუნდი ,,მეკვლე" პოლინა ფილიპიას კაპიტნობით - ჭაბუკთა გუნდ ,,ზამთარ"-ს(კაპიტანი ჯანო გაბისონია) დაუპირისპირდა:საახალწლო თემის ცოდნაში, სიმღერაში, პოეზიაში, სხვადასხვა სახის სახალისო დავალებების შესრულებაში...
გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს კონკურსში „ბავშვის თვალით დანახული სასამართლო“ გამარჯვებული ნახატის ავტორს პოლინა ფილიპიას კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება და გადასცა გამარჯვებულისათვის განკუთვნილი სერთიფიკატი და სპეციალური პრიზები.