26.02.2015

ოკუპაციის დღე ჩვენს სკოლაში

25 თებერვალს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს.
  ჩატარდა კონფერენცია უფროსკლასელთა მონაწილეობით, პედაგოგ შორენა ბუკიას ხელმძღვანელობით.
  დაწყებითი საფეხურის და მერვეკლასელ მოსწავლეთა მიერ შესრულებული იყო ნახატები ოკუპაციის თემაზე (აქტიურად იყვნენ ჩართული პედაგოგები:ნინელი ხუხია, ლალი ფეტელავა და ბელა ლაგვილავა).
  ხსოვნის ნიშნად მთელი დღის მანძილზე დაშვებული იყო ეროვნული დროშა...
  27 თებერვალს დაგეგმილია ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური ღონისძიება ,,რა, სად, როდის", რითაც დაიხურება ოკუპაციის კვირეული. 

24.02.2015

კვლევის შედეგები დაწყებით საფეხურზე


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლებში რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ განათლების სფეროში საქართველოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა დონე ტექსტების კითხვასა და გააზრებაში არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

  ჩვენი სკოლის დირექციამ საჭიროდ ჩათვალა ამ მიმართულებით ჩაეტარებინა კვლევა დაწყებით საფეხურზე - მე-2 - მე-6 კლასებში. შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით:1.კობა კვიკვინია(სკოლის დირექტორი), 2.ცისანა რატია (დირექტორის მოადგილე),3.ნინელი ხუხია(სერტიფიცირებული პედაგოგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში),4.ბელა ლაგვილავა(სერტიფიცირებული პედაგოგი დაწყებით განათლებაში).
   კომისიამ 2 კვირა იმუშავა და დადო შემდეგი შედეგები:

კატეგორია - სწრაფად და სწორად კითხვა
გამოიკითხა დაწყებითი საფეხურის 78 მოსწავლე
სტატისტიკა ასეთია:
მაღალი მაჩვენებელი - 35 მოსწავლე - 44,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 30 მოსწავლე - 37,8 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 17,3 პროცენტი


კატეგორია - ლექსიკური მარაგი
მაღალი მაჩვენებელი - 36 მოსწავლე - 46,2 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 37 მოსწავლე - 47,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 5 მოსწავლე - 6,4 პროცენტი


კატეგორია - ლიტერატურული ტექსტის გააზრება
გამოიკითხა 65 მოსწავლე (მესამე-მეექვსე კლასები)
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 6 მოსწავლე - 9,3 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 27 მოსწავლე - 41,5 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 23 მოსწავლე - 35,4 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 9 მოსწავლე - 13,8 პროცენტი


კატეგორია - საინფორმაციო ტექსტის გააზრება
ძალიან კარგი მაჩვენებელი - 20 მოსწავლე - 30,8 პროცენტი
კარგი მაჩვენებელი - 24 მოსწავლე - 36,9 პროცენტი
საშუალო მაჩვენებელი - 13 მოსწავლე - 20 პროცენტი
დაბალი მაჩვენებელი - 8 მოსწავლე - 12,3 პროცენტი



  კვლევამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, განსაკუთრებით სპორტული ინტერესი იგრძნობოდა სწრაფად და სწორად კითხვის კატეგორიაში.
  ანალოგიური კვლევა იგეგმება აპრილის თვეშიც. მოსწავლეები შეეცდებიან გააუმჯობესონ შედეგები.

19.02.2015

მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...


ათეული წლები გაატარა ხობის რაიონის ესტატე შუშანიას სახელობის პირველი
მაისის საჯარო სკოლაში... ახსოვს ყველას, ვისაც ეს სკოლა დაუმთავრებია...
     მასთან მიდიოდნენ, ეკითხებოდნენ, მისგან სწავლობდნენ ფიზიკას... და არა მარტო ფიზიკას - ცხოვრებას! დახვეწილი ინტელიგენტი წლების მანძილზე კოხტად დაიარებოდა ჩვენი სოფლის ქუჩებში... უყვარდათ... აფასებდნენ...
  ,,ვაჰ, დრონი, დრონი..." წავიდა... აღარ არის ჩვენთან მასწავლებელი - სახელად დურუ კობახიძე...
   მარადიული ხსოვნა... ნათელი მის სულს...
   

08.02.2015

საჭადრაკო წარმატებები

 4-8 თებერვალს, ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 18, 14, 10 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და წალენჯიხის 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. 
     კლასიკურ ჭადრაკში თავი გამოიჩინეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა - თეიმურაზ და ანა კვიკვინიებმა. თეიმურაზი 10 წლამდე ჭაბუკთა კატეგორიაში მეორე ადგილზე, ხოლო ანა 14 წლამდე გოგონათა კატეგორიაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
   ტურნირის დასკვნით დღეს ჩატარდა რეგიონის ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში 3-წუთიანი დროის კონტროლით - ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.დაძაბული პაექრობები 10 წლამდე კატეგორიის ჭაბუკთა შორის საბოლოოდ თეიმურაზ კვიკვინიას გამარჯვებით დასრულდა.  
   სხვა ასაკობრივ კატეგორიებს მარტის დასაწყისში ქალაქი ზუგდიდი უმასპინძლებს.