გარემოს დაცვის დღე - 5 ივნისი ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ტბა პაპანწყვილთან გაატარეს... პედაგოგებმა ბელა ლაგვილავამ, ლალი ფეტელავამ და თამარ კობახიძემ ქართულის, მათემატიკის და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ბუნების წიაღში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან. გაკვეთილის მიზანი იყო სასწავლო თემის - ,,ტბები"-ს შეჯამება, ხობის მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბება.