როგორც ხობის საკრებულოს ფეისბუქგვერდი იტყობინება, 23 ივნისს, ხობში, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა, სადაც 100 მეტრზე რბენაში აბსოლიტური ჩემპიონი სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბექა ბუკია გახდა.
გუშინ ბექამ წარმატებით დაასრულა მე-11 კლასელთათვის განკუთვნილი საგამოცდო სესია, დღეს კი სარბენ ბილიკებზე იყოჩაღა!
ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლადო მორგოშია... ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცა.
ვულოცავ ბექას!!!