08.03.2019

„ლიბერალის“ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ მესამე ბლოგპოსტს


          

სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 14 წლის
     ვის უხარია წაგება?! - არავის! 
     ჭადრაკში პარტია ყაიმით თუ არ დამთავრდა - ან ერთი მხარე იმარჯვებს, ან - მეორე. ამჟამად 14 წლის ვარ და 7 წლის ასაკიდან არაერთ საჭადრაკო ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. მინახავს აცრემლებული ბავშვები, აგრესიული მშობლები და მწვრთნელებიც კი. სიმართლე გითხრათ, მეც არაერთხელ მიტირია წაგებული პარტიის გამო. 
       როდესაც ბავშვი პარტიას აგებს, ის თავისთავად განიცდის და როცა ამას მისთვის ყველაზე  ახლობელი, ყველაზე ავტორიტეტული პიროვნებების - მშობლების და მწვრთნელის  აგრესია ემატება - მარცხი ათმაგად უფრო მტკივნეული ხდება.    
      ვფიქრობ, რომ ჭადრაკის პარტიის წაგების გამო შვილისა თუ მოსწავლისთვის დაყვირება და ჩხუბი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება, რაც შეიძლება მშობელმა და მწვრთნელმა ჩაიდინოს. ისინი არ ფიქრობენ იმაზე,  რა განცდებშია ამ დროს ბავშვი.