05.12.2025

ეკო ვიქტორინა 2025


ს.ს.ი.პ ე.შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლაში მოქმედმა ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს სასკოლო ღონისძიება #ეკო_ვიქტორინა 2025#, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე_7, მე_8, მე_9 და მე_ 10 კლასების მიერ შექმნილმა გუნდებმა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში
პირველი ადგილი დაიკავა
გუნდმა "მარიამები" (მე_ 10 კლასი)
მეორე ადგილი
გუნდმა "კოლხა" ( მე_ 7 კლასი)
მესამე ადგილი
გუნდი" ინტესტელარი" ( მე_ 9 კლასი)
მადლობას ყველა მონაწილეს და ვუსურვებ წარმატებებს მომავალში...

03.12.2025

შხარას წარმატება!

 

ხობის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატზე (შემოდგომის სეზონი) გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში "ტვინების ბრძოლა" წარმატებას მიაღწია ჩვენი სკოლის მეცხრეკლასელთა ( დამრიგებელი ლალი ბუკია) გუნდმა "შხარამ ", რომელიც მე-9 - მე-12 კლასელთა კატეგორიაში გამოდიოდა. მათ საბოლოოდ მეორე გუნდური ადგილი დაიკავეს .
"შხარა " ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით : ზურაბი ბუკია (კაპიტანი); ბარბარე ლომაია; გიგი ყორშია; ედემი ჭითანავა; ანდრია ქანდარია.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ ეტაპებზე!

29.11.2025

მასწავლებელთა სპორტული ოლიმპიადა ჭადრაკში

 


29 ნოემბერი-ხობის მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა სპორტული ოლიმპიადა ჭადრაკში. მონაწილეობდნენ ბატონები კობა კვიკვინია და გრიშა ხიმშიაშვილი.
კლასიკური ჭადრაკი -კობა კვიკვინია,ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო სკოლა -პირველი ადგილი!
გილოცავთ, ეს ერთი და სხვა ათასი!

27.11.2025

ვიდეო თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები"

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში - "მედიაწიგნიერების ოლიმპიადა" მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მე - 11 კლასის მოსწავლეები და მედიაწიგნიერების მასწავლებელი.
მათ გადაიღეს ვიდეო თემაზე "ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია - გამოწვევები და შესაძლებლობები".
"შესანიშნავ ათეულს" ოლიმპიადაში აქტიური მონაწილეობისთვის კომუნიკაციების კომისიამ გადასცა სერტიფიკატი.
გუნდის წევრები: ანნა კვაშილავა, ანანო ყორშია, ანანო ადონია, დიანა თოდუა, ლიკა ბუკია, ლიზი ლომაია, ნინი ხარებავა, ნინო ქანდარია, ნიკოლოზ ტყებუჩავა, ნუგზარ გვალია.
მასწავლებელი: ლალი ფეტელავა.
"შესანიშნავ ათეულს" წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!

12.09.2025

სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები და მათ გადასცა ფულადი ჯილდოები.
ვულოცავ ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსან კურსდამთავრებულს ლუკა კახიანს და ვუსურვებ საინტერესო და წარმატებულ მომავალს.

სკოლის დირექტორი ნინო ცხადაია

28.08.2025

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას

 

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და ვუსურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს!
ლიზი ბუკია❤ თსუ
ნინი ბეჭვაია❤ ალტე
ნიკა ნარსია❤ ალტე
ლუკა კახიანი ❤ IBSU
გიგი გაბისონია❤ სეუ
გიორგი ყორშია❤ კავკასიის უნივერსიტეტი .

02.07.2025

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ჩვენი სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ფოსტის მიერ ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში ,,წარმოიდგინე რომ ხარ ოკეანე, მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“, - მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით და მცირე საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები - უფლისა წულეისკირი (მე -8 კლასი ) და მარიანა თოდუა ( მე- 9 კლასი ).

19.06.2025

პროექტში ,,გახდი შენი სკოლის მწვანე ჩემპიონი"ს მონაწილეები ბულაჩაურის მწვანე ბანაკში გაემგზავრებიან

 


პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
*ირინა ბუკიამ
*სუზანა გაბისონიამ
*მარიამ ლაგვილავამ
წარმატებით გაიარეს შესარჩევი კონკურსი პროექტში ,,გახდი შენი სკოლის მწვანე ჩემპიონი" და მიემგზავრებიან ბულაჩაურის მწვანე ბანაკში...
წარმატებები ჩემს ძვირფასს მოსწავლეებს.


22.04.2025

,,ენა დედაა ერისა“, კალიგრაფიის კონკურსი

 

სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ 14 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით გამოაცხადა ქართული ენის კვირეული. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე: ,,ენა დედაა ერისა“, კალიგრაფიის კონკურსი , გაკვეთილი-მსოფლიო დამწელობები (კლასი მეშვიდე), პოეზიის ერთი საათი(პოეზია და მუსიკა-კლასი მეხუთე).