ზუგდიდის საახალწლო ფესტივალი 10 წლამდე მოჭადრაკეთა კატეგორიაში პირველმაისელი და-ძმის - ანა და თეიმურაზ კვიკვინიების გამარჯვებით დასრულდა!
2014 წლის საქართველოს ჩემპიონმა 8 წლამდე კატეგორიაში თეიმურაზ კვიკვინიამ 9 შესაძლებლიდან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო 2014 წლის საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 10 წლამდე კატეგორიაში - ზუგდიდელ გიორგი ნაყოფიას. მესამე ადგილი კი 6,5 ქულით წილად ხვდა ანა კვიკვინიას. ეს შედეგი გოგონათა შორის საუკეთესო იყო.
ღია ტურნირში შესაბამისად მე-12 და მე-15 შედეგები აჩვენეს ხობელებმა - ლუკა შამუგიამ და გიორგი ლატარიამ.
ფესტივალმა სულ ასამდე რეგიონის მოჭადრაკეს მოუყარა თავი. პრიზიორები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.