22.04.2015

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

  
22 აპრილს სრულიად საქართველოს საჯარო სკოლებმა აღნიშნეს დედამიწის დღე. ჩვენმა სკოლამ დედამიწის თემას კვირეული მიუძღვნა, რომელსაც დაწყებითი კლასების პედაგოგები - ბელა ლაგვილავა და ლალი ფეტელავა ხელმძღვანელობდნენ.
   კვირეულში მონაწილეობა მიიღო პირველი მაისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლემ. პირველ დღეს პროექტორის მეშვეობით ისინი გაეცნენ იმ პრობლემებს, რაც აწუხებს დედამიწას. სლაიდებად წარმოდგენილ თითოეულ პრობლემაზე მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. პრეზენტაციის დასრულებას მოყვა მაიკლ ჯექსონის კლიპის, ხოლო შემდეგ 10-წუთიანი ფილმის ჩვენება სამყაროში არსებული ეკოლოგიური კატასტროფების გასააზრებლად.
    კვირეულის მეორე დღე დაეთმო ესსეს წერას თემაზე ,,დედამიწის ჩივილი". მოსწავლეებს წინა დღეს ნანახის და გაგონილის მიხედვით ფურცლებზე უნდა გადაეტანათ თავიანთი ემოცია, დამოკიდებულება ზოგადსაკაცობრიო პრობლემების მიმართ.
     კვირეულის მესამე დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის თემის მიმართ ნახატებში გამოსახეს.
      მეოთხე დღეს პირველკლასელები(დამრიგებელი დალი თევზაძე) მშობლების და პედაგოგების წინაშე ლექსებით წარდგნენ.
     მეორეკლასელებმა ლექსებთან ერთად სიმღერებით გამოხატეს დედამიწის სიყვარული ( დამრიგებელი ბელა ლაგვილავა, მუსიკის მასწავლებელი ბელა ბუკია).
       მესამეკლასელები(დამრიგებელი ბელა ლაგვილავა) ინტელექტუალური კონკურსით ,,საუკეთესო დედამიწელი" წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ფინალურ ეტაპზე ანრი ბერაიასა და ნიკა ბუკიას პაექრობა ნიკას გამარჯვებით დასრულდა. მოსწავლეებმა საკმაოდ რთულ კითხვებს გასცეს დამაჯერებელი პასუხები.
      მეოთხე დღის ღონისძიების ფინალური გამოსვლა მეოთხეკლასელთა (დამრიგებელი ლალი ფეტელავა) თეატრალიზებული წარმოდგენა იყო. მოსწავლეებმა განსაკუთრებული არტისტიზმით მონუსხეს მაყურებელი. იცეკვეს, იმღერეს, დაუკრეს ფორტეპიანოზე და თავიანთი სათქმელიც თამამად თქვეს:..დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!"
     კვირეულის მეხუთე დღეს მეექვსე კლასმა (დამრიგებელი ლალი ბუკია) თავისი საკლასო ოთახი მოაწყო დედამიწის პრობლემებზე სასაუბროდ. მოსწავლეები ყვებოდნენ სანაგვე ურნების დანიშნულებაზე, სკოლაში სისუფთავის დაცვაზე,უამრავ ტკივილზე, რომელზეც ჩივის დედამიწა.
     დასასრულს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს სხვადასხვა ნერგები, როგორც დედამიწის გადარჩენის და კეთილი მომავლის სიმბოლო!

18.04.2015

ჭადრაკში ჩემპიონი სკოლა ვართ!

16-17 აპრილს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლამ. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო 3 მოსწავლით(2 ბიჭი, 1 გოგო). ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით.
   ტურნირი იმდენად დაძაბული გამოდგა, რომ ბოლო პარტიამდეც კი გაურკვეველი იყო პრიზიორთა ვინაობა. თანაბარი ქულების გამო პრიზიორები ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულების მიხედვით გამოვლინდნენ.
   საბოლოო გუნდური შედეგები(6 საუკეთესო):
1. პირველი მაისის საჯარო სკოლა (თეიმურაზ კვიკვინია, ნიკა ბუკია, ანა კვიკვინია) - 19,5 ქულა
2. ხობის პირველი საჯარო სკოლა (ლუკა შამუგია, დიმიტრი ლომაია, ბარბარე ლომაია) - 13 ქულა
3.საგვიჩიოს საჯარო სკოლა (დავით გოგოლაძე, კლიმენტი შუბითიძე, ნინო მეგრელიშვილი) - 13 ქულა
4.ხობის მეორე საჯარო სკოლა - 13 ქულა
5.ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლა - 12,5 ქულა
6.თორსის საჯარო სკოლა - 9 ქულა

     ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები დაფების მიხედვით.

პირველი დაფა:
1.ამირან შონია(ნოჯიხევის მეორე საჯარო სკოლა) - 6,5 ქულა
2.ლუკა შამუგია(ხობის პირველი საჯარო სკოლა) - 6 ქულა
3.თეიმურაზ კვიკვინია(პირველი მაისის საჯარო სკოლა) - 5,5 ქულა

მეორე დაფა:
1.ნიკა ბუკია (პირველი მაისის საჯარო სკოლა) - 7 ქულა
2.დიმიტრი ლომაია (ხობის პირველი საჯარო სკოლა) - 6 ქულა
3.კლიმენტი შუბითიძე (საგვიჩიოს საჯარო სკოლა) - 5 ქულა

მესამე დაფა:
1.ანა კვიკვინია (პირველი მაისის საჯარო სკოლა) - 7 ქულა
2.ლიკა ჭანტურია (ხობის მეორე საჯარო სკოლა) - 6 ქულა
3.ნინო მეგრელიშვილი (საგვიჩიოს საჯარო სკოლა) - 5 ქულა

   აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდის წევრების საშუალო ასაკი 9 წელია!

    ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით. იყო სასიამოვნო გარემო, საჭადრაკო დაპირისპირებები, დამარცხებით გამოწვეული დროებითი სევდა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული, მილოცვები და კეთილი სურვილები!
    სკოლის დირექცია ულოცავს თეიმურაზს, ნიკას და ანას მიღწეულს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს! ასევე დასაფასებელია სპორტის მასწავლებლების - მერაბ ქანდარიასა და გრიშა ხიმშიაშვილის ძალისხმევა, რომლებიც ხელს უწყობენ ჭადრაკის - როგორც სპორტის ინტელექტუალური სახეობის განვითარებას სკოლაში!

10.04.2015

წარმატებები ინგლისურში...

 ,,შერლოკი"-ს ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა:
1.მაკა კობახიძემ (მე-4 კლასი, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
2.თორნიკე კვიკვინიამ (მე-4 კლასი, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
3.ქრისტინე პერტიამ (მე-6 კლასი, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
4.ჯანო გაბისონიამ (მე-8 კლასი, პედაგოგი ფატიმან არახამია).

   ,,კინგსი"-ს ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში კი გავიდა ჩვენი სკოლის კიდევ 2 მოსწავლე:
1. ნატალი ბუკია (მე-2 კლასი, პედაგოგი სალომე ჯოლოხავა)
2. გიორგი ჭითანავა (მე-8 კლასი, პედაგოგი ფატიმან არახამია)

   ფინალში თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა ქრისტინე პერტიამ, რომელმაც დავალებების 80 პროცენტი შეასრულა!
   ვულოცავთ მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას!

08.04.2015

შეხვედრა ლეგენდარულ ჩემპიონთან!




2015 წლის 1-7 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწვრთნელის - ალექსანდრე ბოკუჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი სარეიტინგო რესპუბლიკური ტურნირი 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი სკოლის 2 მოსწავლე - ანა და თეიმურაზ კვიკვინიები. უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირმა თავი მოუყარა ძალიან ძლიერ შემადგენლობას. თეიმურაზ კვიკვინია ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე იყო(9 წლის). მიუხედავად ამისა, მან 7 შესაძლებლიდან 3,5 ქულას მოუყარა თავი და საერთაშორისო რეიტინგშიც 4 პუნქტი მოემატა.
   ტურნირის მიმდინარეობისას თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის წინადადებით თეიმურაზს  საშუალება მიეცა მონაწილეობა მიეღო ერთდროული თამაშის სეანსში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ. ლეგენდარულ ჩემპიონს აკადემიის 10 საუკეთესო ნორჩი მოჭადრაკე დაუპირისპირდა. თეიმურაზის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პარტიაში სერიოზული მატერიალური უპირატესობა მიიღო, თუმცა დროის სწორად გადანაწილება ვერ მოახერხა და პარტიაც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანა... მიიღო დიდი გამოცდილება და რწმენა იმისა, რომ სწორი სვლებით ნებისმიერ მეტოქესთან შესაძლებელია წარმატების მიღწევა! 2015 წლის 4 აპრილი - შეხვედრა დიდ ჩემპიონთან - დაუვიწყარი იქნება ნორჩი ჩემპიონისთვის...

07.04.2015

,,კინგსი" - ინგლისური ენის ფინალი


ცნობილი გახდა ,,კინგსი"-ს ინგლისური ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალისტთა ვინაობა.
    ფინალისტი გახდა ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ანა კვიკვინია - პედაგოგი ფატიმან(ფიქრია) არახამია.
    ფინალი შედგა 5 აპრილს. წარმატებები ვუსურვოთ ანას...

06.04.2015

მათემატიკა - ოლიმპიადა ,,შერლოკი"-ს ფინალისტები!

   5 აპრილს გაიმართა ,,შერლოკი"-ს მათემატიკური ოლიმპიადის ნახევარფინალი. ეს ეტაპიც წარმატებით დაძლიეს:

1.ნატრული მებონიამ (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
2.თეიმურაზ კვიკვინიამ (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
3.ქეთევან გაბრავამ (მე-5 კლასი, პედაგოგი კობა კვიკვინია)
4.ანა კვიკვინიამ (მე-5 კლასი, პედაგოგი კობა კვიკვინია)
5. ანდრო გაბისონიამ (მე-6 კლასი, პედაგოგი კობა კვიკვინია)
6.ჯანო გაბისონიამ (მე-8 კლასი, პედაგოგი ნატო ქირია)
7.გიორგი ტურავამ (მე-11 კლასი, პედაგოგი ნინო კვიკვინია)
   ფინალი გაიმართება 19 აპრილს. წარმატებები ჩვენი სკოლის მოსწავლეებს!