30.05.2015

ანბანთქება - 2015


პირველკლასელთათვის საზაფხულო არდადეგების მაუწყებელი ზარი საქართველოს სკოლებში 20 მაისს დაირეკა. თუმცა ჩვენი სკოლის პირველკლასელებს დარჩათ რაღაც სათქმელი...
   29 მაისი... მუსიკის ოთახი...სმენად ქცეული აუდიტორია... იაკობ გოგებაშვილის ,,აი, ია"... ილიას ,,ენა, მამული, სარწმუნოება"...  თამამი სიტყვები... პატრიოტული სიმღერები... ლექსები... ქართული ცეკვები... ფორტეპიანოსთან პედაგოგი ნათია ლატარია... განიცდიდა პირველი მასწავლებელი, პედაგოგი - დალი თევზაძე... სურდა მას - განეხორციელებინა ყველა თავისი ჩანაფიქრი... საინტერესო ,,ანბანთქება" გამოვიდა! წინ კი დიდი გზაა გასავლელი!
   პირველკლასელებო, გილოცავთ! თქვენ ხომ უკვე მეორეკლასელები ხართ!

29.05.2015

,,მხიარული სტარტები" - მეორე ადგილი!

 29 მაისს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ხობის პირველი საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის გაიმართა ,,მხიარული სტარტები"-ს ფინალური ეტაპი. მონაწილეობდა ზონალურ ეტაპზე გამარჯვებული ოთხი სკოლა:ჭალადიდის, ახალი ხიბულის, პირველი მაისის და ხობის პირველი საჯარო სკოლის გუნდები.
   წინასწარ ეტაპზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ხეთის, თორსის და ხამისქურის საჯარო სკოლების ბარიერი წარმატებით დაძლიეს.
   ნახევარფინალში ახალი ხიბულის საჯარო სკოლასთან გამარჯვების შემდეგ -ფინალი ხობის პირველ საჯარო სკოლასთან დაძაბულად წარიმართა და მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.
   ჩვენი სკოლის მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით სპორტის მასწავლებლებს - მერაბ ქანდარიას და გრიშა ხიმშიაშვილს.

13 ფინალისტი!

 ,,შერლოკი"-ს ქართული ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადას სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლიდან 13 ფინალისტი ჰყავს. ესენი არიან:
1. მაკა კობახიძე (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
2. თეიმურაზ კვიკვინია (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
3. თორნიკე კვიკვინია (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
4.ნატრული მებონია (მე-4 კლასი, პედაგოგი ლალი ფეტელავა)
5.ქეთევან გაბრავა (მე-5 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია)
6. ანა კვიკვინია (მე-5 კლასი, პედაგოგი ნინო ცხადაია)
7.ქრისტინე პერტია (მე-6 კლასი, პედაგოგი მანანა ხვიჩია)
8.ბუბა ბერაია (მე-6 კლასი, პედაგოგი მანანა ხვიჩია)
9.ნიკა ფილიპია (მე-7 კლასი, პედაგოგი მანანა ხვიჩია)
10.ირაკლი კვიკვინია (მე-7 კლასი, პედაგოგი მანანა ხვიჩია)
11.გიორგი ჭითანავა (მე-8 კლასი, პედაგოგი ნინელი ხუხია)
12.ჯანო გაბისონია (მე-8 კლასი, პედაგოგი ნინელი ხუხია)
13.ირინა ბერაია (მე-11 ლლასი, პედაგოგი ნინელი ხუხია)

     მეორე ტურის შედეგების მიხედვითაც ჩვენი სკოლა რესპუბლიკის საუკეთესო სკოლების ჩამონათვალში მოხვდა!
    წარმატებები ფინალში!

23.05.2015

წარმატებულ სკოლათა შორის!

,,შერლოკი"-ს ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის პირველი ტურის შემდეგ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს შორის საუკეთესო ოცეულში შევიდა როგორც ყველაზე მეტი გამჭრიახი მოსწავლის აღმომჩენი. პირველი ბარიერი წარმატებით დაძლია ჩვენი სკოლის 36-მა მოსწავლემ (პედაგოგები - ბელა ლაგვილავა, ლალი ფეტელავა, ნინო ცხადაია, ნინელი ხუხია, მანანა ხვიჩია).
   სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს შემდეგ ტურებშიც!

22.05.2015

ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ხობის მუნიციპალიტეტების სკოლებში 18-დან 22 მაისის ჩათვლით ჩატარდა უცხო ენების კვირეული თემაზე ,,ზღაპარი".

 პირველი დღე დაეთმო ინგლისურენოვანი ანიმაციური ფილმების ჩვენებას, სიტყვების გარჩევას, ფილმების ანალიზს, დისკუსიას ანიმაციური ფილმების პერსონაჟებზე. ჩართული იყო მე-5, მე-6 და მე-8 კლასელები(პედაგოგები ფატიმან არახამია და სალომე ჯოლოხავა).

  კვირეულის მეორე დღე დაეთმო კრილოვის რუსულ იგავებს მე-8 კლასელთა მონაწილეობით (პედაგოგი გულნარა კრავჩენკო).

   კვირეულის დასკვნითი დღე კი საყოველთაო ზეიმად აქცია რუსული ენის პედაგოგმა ლალი ფეტელავამ. მან საუკეთესოდ წარმოაჩინა მე-5, მე-6, მე-7 კლასელთა შესაძლებლობები, რომლებმაც მიმდინარე სასწავლო წელი ერთი პროგრამით გაიარეს. გაიმართა ვიქტორინა. წაიკითხეს რუსული ლექსები, იმღერეს, მოისმინეს პუშკინის ზღაპარი და უპასუხეს დასმულ კითხვებს, შექმნეს ნახატები... გააკეთეს პრეზენტაცია.

   ვიქტორინა საბოლოოდ ასეთი შედეგით დასრულდა:

1.მე-6 კლასელთა გუნდი ,,გოლუბი" - 64 ქულა(კაპიტანი ნინი ფილიპია)
2-3. მე-5 კლასელთა გუნდი ,,ლასტოჩკი" - 63 ქულა(კაპიტანი ანა კვიკვინია)
მე-7 კლასელთა გუნდი ,,10 მუდრეცოვ"- 63 ქულა(კაპიტანი ირაკლი კვიკვინია)

  გამარჯვებული გუნდები და პედაგოგი ლალი ფეტელავა დაჯილდოვდნენ სიგელებით.

03.05.2015

,,კინგსი"-ს ფინალისტები ქართულ ენაში...


მეცხრე კლასელები - ბექა ბუკია და ლევანი ბუსქანძე ,,კინგსი"-ს რესპუბლიკური კონკურსის ფინალისტები არიან ქართულ ენაში. პედაგოგი ნინო ცხადაია.
   ფინალი შედგება 3 მაისს. სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს ბექას და ლევანს!