05.01.2018

ხუთნი ფინალში!!!
     შეიძლება ითქვას, რომ მთელი ნაკრებით იქნება წარმოდგენილი სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ზეპირი მათემატიკური ანგარიშის კონკურსზე ,,მიქსიკე-პრანგლიმინე"...
დასრულდა კონკურსის შესარჩევი სამივე ეტაპი... მონაწილეობა მიიღო 2887-მა კონკურსანტმა... მოსწავლეთა ოთხ კატეგორიაში (1-3 კლასელი გოგო-ბიჭები, 4-6 კლასელი გოგო-ბიჭები, მე-7-მე-12 კლასელი გოგონები, მე-7-მე-12 კლასელი ბიჭები) გამოვლინდა 10-10 ფინალისტი, ხოლო ზრდასრულთა და მასწავლებელთა შორის 5-5 ფინალისტი კაცთა და ქალთა შორის... სამი ეტაპიდან დაჯამდა ორ ეტაპზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგები...
       სამივე ეტაპზე მეორე შედეგი ჰქონდა მე-8 კლასელ ანა კვიკვინიას, რომლის მაჩვენებელიც აბსოლიტურ შედეგებში მეორე იყო... ანამ სამივე ეტაპზე ყველა მონაწილე ბიჭზე უკეთესი შედეგი აჩვენა (12 403 ქულა) და მხოლოდ მე-12 კლასელ ნინო გიორგაძეს ჩამორჩა (ახალციხე), რომელიც შარშანდელი გამარჯვებულია და საქართველოს სახელს იცავდა ლიტვაში გამართულ ანალოგიურ საერთაშორისო ოლიმპიადაზე...
ბიჭებს შორის მეორე შედეგით (11 457 ქულა) გადავიდა ფინალში მე-7 კლასელი თეიმურაზ კვიკვინია...
მე-7-მე-12 კლასელ გოგონათა შორის თავი გამოიჩინა მე-11 კლასის მოსწავლე პოლინა ფილიპიამ (8 353 ქულა), რომელიც მე-7 შედეგით გადავიდა ფინალში...
მე-4-მე-6 კლასელ გოგო-ბიჭებში თავი გამოიჩინა მე-6 კლასელმა ნიკა ბუკიამ, რომელიც მე-8 შედეგით ასევე იქნება ფინალური ტურის მონაწილე (7 787 ქულა)...
      ზრდასრულთა და მასწავლებელ კაცთა შორის მესამე შედეგით პედაგოგი კობა კვიკვინიაც გავიდა ფინალში (8 806 ქულა), რომელიც ხელმძღვანელობს მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობას და მზადებას.
     მადლობას იმსახურებს ჩვენი სკოლის ყველა მათემატიკის მასწავლებელი (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე) - ბელა ლაგვილავა, ლალი ფეტელავა, ნანა კორტავა, დალი თევზაძე, ნინო კვიკვინია, ნატო გაბრავა-ქირია, ნანი კვიკვინია და კობა კვიკვინია... მართალია ეს არ არის მათემატიკა! მხოლოდ ნაწილია! ზეპირი და სწრაფი ანგარიშის უნარი კომპიუტერის გამოყენებით! მაგრამ რომ არა მყარი საფუძველი, ეს შედეგები თავისით არ მოვიდოდა!
წარმატებები ფინალში ჩვენს მონაწილეებს!
http://ge.miksike.eu/…
http://ge.miksike.eu/…
http://ge.miksike.eu/…