ლიანა ძიძავა-ნაჭყებია |
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სკოლის სამმა ღირსეულმა
ადამიანმა შეწყვიტა პედაგოგიური მოღვაწეობა. სახელმწიფომ მათთვის ჯილდოს სახით ორი
წლის სახელფასო ანაზღაურება დააწესა.
გთავაზობთ
ლიანა ძიძავა-ნაჭყებიას მცირე კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:
.. 1979 წლიდან ვმუშაობდი სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში. ვასწავლიდი გეოგრაფიას.
მრავალმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ვამაყობ ამით! მიუხედავად იმისა, რომ ვარ 4 შვილის დედა და 9 შვილიშვილის
ბებია - სასკოლო ცხოვრებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში.
მადლობელი
ვარ ჯილდოსთვის. ათეულობით წლების განმავლობაში ვინ მოთვლის - რამდენმა პედაგოგმა დატოვა სკოლა. არ მახსენდება
ასეთი ნაბიჯი სახელმწიფოსგან. ნამდვილად დასაფასებელია მასწავლებლის პროფესია და კარგია,
რომ სახელმწიფომ ბოლო დროს ამ მხრივ ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადადგა.
ძალიან გამიძნელდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ
წლები თავისას აკეთებს. კარგი იქნებოდა, თუ ამ ჯილდოს ყველა საპენსიო ასაკის მასწავლებელი
მიიღებდა პროფესიიდან წასვლისას.“
დიდი მადლობა
ლიანა მასწავლებელს მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის!