28.12.2017
23.06.2017
20.06.2017
19.06.2017
14.03.2017
რა ვიცით სკოლების შესახებ
საქართველოში 2100-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი სასკოლო ცხოვრება აქვს, რაზეც გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სკოლის ადგილმდებარეობა, მოსწავლეების რაოდენობა, სკოლის ცხოვრებაში დამკვიდრებული ტრადიციები, სწავლისა და სწავლების პრაქტიკა, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის რა გზებს ირჩევს სკოლა, რათა დაინტერესებულ ადამიანებს გამოცდილება, შესაძლებლობები, მიღწევები ან სკოლის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები გააცნოს? რა ვიცით სკოლების შესახებ და როგორ ვიღებთ ამ ინფორმაციას?
სკოლები ძალისხმევას ნაკლებად ხარჯავენ იმისათვის, რომ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გააცნონ. მსგავსი ინფორმაცია, ძირითადად, არა უშუალოდ სკოლისგან, არამედ სხვების ნაამბობისა და შთაბეჭდილებების მიხედვით ვრცელდება, რაც პირად გამოცდილებას ეყრდნობა და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია.
სკოლებისთვის სავალდებულო აქტივობა სკოლის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადებაა, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ანგარიშებს სკოლები ვებგვერდზე აქვეყნებენ. სპეციალისტების შეფასებით, ეს ანგარიშები უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ჰგავს და მშრალ სტატისტიკურ მონაცემებს, დაფინანსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ასახავს.
20.02.2017
მზადება კონკურსისთვის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
რესპუბლიკური კონკურსისთვის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" მზადების მიზნით 20 თებერვალს სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში შედგა შიდასასკოლო ტური... მონაწილეობდნენ მოსწავლეები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინელი ხუხიასთან ბიბლიის თემაზე საწრეო მუშაობაში არიან ჩართული... ტურს ესწრებოდა საპატიო სტუმარი - მამა იაკობი...
კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა.
კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა.
საბოლოო შედეგები:
უმცროსი თაობის ინტელექტუალები -
უმცროსი თაობის ინტელექტუალები -
1. ნიკა ბუკია (მე-5 კლასი) - 34 სწორი პასუხი 60 კითხვიდან
2.ქეთევან გაბრავა (მე-7 კლასი) - 16
3.ქეთევან რიგვავა (მე-6 კლასი) - 15
2.ქეთევან გაბრავა (მე-7 კლასი) - 16
3.ქეთევან რიგვავა (მე-6 კლასი) - 15
უფროსი თაობის ინტელექტუალები -
1.პოლინა ფილიპია (მე-10 კლასი) - 43 სწორი პასუხი
2.მარიამ კვიკვინია (მე-10 კლასი) - 30
3.ირაკლი კვიკვინია (მე-9 კლასი) - 24
2.მარიამ კვიკვინია (მე-10 კლასი) - 30
3.ირაკლი კვიკვინია (მე-9 კლასი) - 24
კონკურსს ორგანიზება გაუკეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ხუხიამ.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მამა იაკობმა დალოცა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს...
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მამა იაკობმა დალოცა და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს...
Подписаться на:
Сообщения (Atom)