ჩვენი
სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნანა კორტავას რამდენიმე დღის წინ წამყვანი
მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
ნანა მასწავლებელს წარმატება მოსწავლეთა მშობლებმა - თაკო შავლიაშვილმა და
სალომე მსხალაიამ მიულოცეს!
თაკო შავლიაშვილი - მესამეკლასელი წარჩინებული მოსწავლე
საბა ყურუას მშობელი:
პირველ რიგში ნანა მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის
სტატუსს ვულოცავ! ნანა მასწავლებელი მართლაც გამორჩეული პედაგოგია. ის მაქსიმუმს დებს
ჩვენი შვილების განათლებაში. მან ზუსტად იცის, როგორ მიუდგეს ბავშვებს. ყველაფერს აკეთებს
იმისთვის, რომ ბავშვებმა ხალისით ისწავლონ. სიახლეების არ ეშინია და მშობლებიც ჩართული
ვართ, ვთანამშრომლობთ მასთან ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ნანა მასწავლებლის
დამსახურებით ჩემმა საბამ ბევრი კარგი თვისება შეიძინა. მადლობა მას!
სალომე მსხალაია - მეშვიდეკლასელი წარჩინებული მოსწავლე
ლუკა კახიანის მშობელი:
ნანა მასწავლებელი სამი წელი ასწავლიდა ჩემს ლუკას.
თანამედროვე მასწავლებელია, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, ცდილობს არცერთი ბავშვი
არ დარჩეს უყურადღებოდ, მისი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ საბავშვო ოლიმპიადებზე.
ბავშვების ინტერესებს ითვალისწინებს და აქვს საკლუბო მუშაობა. ის მართლაც გამორჩეული
პიროვნება და მასწავლებელია. ვულოცავ მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!
სკოლის დირექცია და პედაგოგიური
კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ნანას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს
შემდგომ წარმატებებს!