27.10.2019

შტრიხები პორტრეტისათვის - ეკა ბოლქვაძე!




       

ბლიც-ინტერვიუ ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მიერ არჩეულ  თვითმმართველობის თავმჯდომარე -  მეთერთმეტეკლასელ ეკა ბოლქვაძესთან!

-         ეკა, პირველ რიგში გილოცავ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას!
-         მადლობა❤️ყველანაირად ვეცდები გავამართლო ბავშვების ნდობა!

-         გვიამბე ცოტა რამ შენზე...

-         სიამოვნებით...

-         დაბადების თარიღი...


-          2003 წლის 29 აპრილი

-         საყვარელი ფერი...


-         მწვანე, შავი, შინდისფერი...

-         საყვარელი წიგნი

-         ,,დედოფალი მარგო“ / ალექსანდრე დიუმა /
-         ,, დიდოსტატის მარჯვენა" /კონსტანტინე გამსახურდია/
-         ..ნათლი " /მარიო პიუზო/....


-         როგორ ფიქრობ, ეკა, რა თვისებები გაქვს ისეთი, რომლის გამოც თანატოლებმა ნდობა გამოგიცხადეს და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარედ აგირჩიეს?!

-         პირველ რიგში, მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ვარ მონდომებული და თავდაჯერებული. ნაღდად არ ვიცი - სხვა რის გამო გამომიცხადეს ასეთი ნდობა...

-         შენი აზრით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლიდერი?!

-         ჭკვიანი, თავის საქმეში ჩახედული, პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი, უნდა ითვალისწინებდეს სხვის აზრს, მეგობრული, უნდა შეეძლოს იმ ჯგუფში, სადაც ლიდერია, დავალებების სწორად განაწილება... სამართლიანი... უთანასწორობა გამოიწვევს ჯგუფში შიდა კონფლიქტს, რამა ჯგუფი
   დაშლამდეც შეიძლება მიიყვანოს.



-         დავუშვათ, რომ შენს ჯგუფში გაჩნდა კონფლიქტი იდეების გამო... რას მოიმოქმედებდი?!

-         გავესაუბრებოდი ორივე მხარეს, ისე, რომ შემდგარიყო შეთანხმება.  უმრავლესობის აზრს გავითვალისწინებდი ისე, რომ უმცირესობის იდეა არ დაკარგულიყო.

-         ამას ზოგჯერ პოლიტიკოსებიც ვერ ახერხებენ, ეკა! თქმა ადვილია და რეალურად შეძლებდი ამას?!

-         სხვანაირად ვერ იქნები თანამედროვე ლიდერი. მონათმფლობელურ წყობილებაში ხომ არ ვცხოვრობთ...

-         კლიპში, ,,არა, ნაადრევ ქორწინებას“, შესანიშნავად მოირგე მთავარი როლი! მსახიობობას ხომ არ აპირებ სამომავლოდ?!

-         იმისდა მიუხედავად,  რო ამ კლიპის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ ბევრმა მომიწოდა გავაგრძელო სამსახიობოზე, ჩემს თავს რატომღაც სამომავლოდ მსახიობად ვერ ვხედავ, სხვა გეგმები მაქვს...

-         ამბობენ, რომ ცხოვრება ჰგავს ჭადრაკს. ვიცი, რომ თამაშობ ჭადრაკს! როგორ გგონია - მართლა ჰგავს?!

-           ჩემი აზრით, კი, რადგან თვითონ ჭადრაკი ჰგავს ცხოვრებას.  როგორც ჭადრაკში, ცხოვრებაშიც გვეყოლება  მეტოქეები. თუ ჩვენ  არ ვიფიქრეთ, თუ მეტოქის ხრიკები ვერ გამოვიცანით, - მაშინ მოწინააღმდეგე დაგვამარცხებს, ასეა ალბათ ცხოვრებაშიც.

-         საინტერესოდ მსჯელობ! და საკუთარ თავში მეტოქეს ვერ ვხედავთ?!

-         რა თქმა უნდა, ცხოვრების და საერთოდ ადამიანის განვითარების ეტაპები , პირველ რიგში, ჩვენს თავში ხორციელდება. თუ შენს თავში მეტოქე დაამარცხე, ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებ!

-          მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, რითია გამორჩეული შენი თაობა და რას ჩაუთვლიდი მას ნაკლად?!

-         ჰმ,  ნაკლი... ყველა თაობას აქვს რაღაც ნაკლი, ჩემი აზრით, ჩემს თაობას აკლია  მოთმენის უნარი. გამოირჩევა იმით, რომ თამამია. ჩემს თაობას აქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, აქვს სიტყვის თქმის თავისუფლება, არ იჩაგრება მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და უკვე ჩემს თაობაში დამსხვრეულია ის სტერეოტიპი, რომ გოგოს არ შეუძლია თავის დამკვიდრება ამა თუ იმ სფეროში.

-         ეკა, ქალი რომ შეშას აპობს, ეს კარგია თუ ცუდი?!

-         გააჩნია სიტუაციას... არსებობს ოჯახი, სადაც მამრობითი სქესის წარმომადგენელი არ ჰყავთ და ქალს უწევს კაცის საქმის მორგება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, სამწუხაროდ, სხვა არ გააკეთებს. თუმცა ბევრ ოჯახში კაცი უსაქმოდ არის და ქალს ყველა საქმე მხრებზე აწვება.

-         გასაგებია. მოდი, ახლა რამდენიმე სიტყვა სკოლაზეც ვთქვათ... გულწრფელად,  გიხარია სკოლაში სიარული?!
-         გაგიკვირდებათ და ძალიან! სკოლაში მყავს ერთგვარი "მეორე ოჯახი"... მედალს ორი მხარე აქვსო, ნათქვამია, ხანდახან მიხარია პარასკევი დღე რომ მოდის, მაგრამ დიდხნიანი დასვენება, ზაფხულის და ზამთრის არდადეგები, არ მიყვარს.

-         არ მიკვირს, ეკა! ,,შუბლზე გაწერია“, რომ სკოლაში გიხარია!


😂😂
-         ვერ ვიტყვი,  სკოლის გარეშე ვერ გავძლებთქო, მაგრამ როგორც ასეთი, მართლა მიხარია სკოლაში მოსვლა!

-         როგორ გგონია - 10 წლის მერე სად იქნება ეკა ბოლქვაძე?!


-         რთულია შენი მომავალი განსაზღვრო. ალბათ ბათუმში... ან თბილისში.

-         ძალიან სასიამოვნო რესპოდენტი იყავი, ეკა! დიდი მადლობა და წარმატებები ყველა კეთილ საქმეში!

-         ასევე თქვენც❤️ - მადლობა!  ❤️

-         იქნებ ვინმესთვის რამე გრჩება სათქმელი?!

-         მაშინ ასე ვიტყვი - ყველა მოსწავლეს ვურჩევ, რომ  თავი თავისი შესაძლებლობის მიხედვით დაიმკვიდროს საზოგადოებაში. რა სავალდებულოა 4 წელი იყო უნივერსიტეტში და თან მაგისტრატურა ჩააბარო?! სამწუხაროდ, ჩვენი მშობლების თაობის  დიდი პრობლემა ისაა, რომ  შვილებ აიძულებენ, სადაც ათ სურთ, იქ ჩააბარონ გამოცდები, იმ აზრით, რომ  შემდეგ სამსახურში დიდ ხელფას ექნებათ. იქნებ საერთოდ არ მომწონს ეს სამსახური? მირჩევნია ,,ჩემი პროფესია მქონდეს! თუ ხატვა მიყვარს -რატომ ჩავაბარო იურიდიულზე?!  უფრო წარმატებულ და ბედნიერი ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი საყვარელი საქმე და პროფესია გვექნება! .
ეკა, მზესუმზირასთან რომ გაქვს ფოტო, ის დავდო? მომეწონა... უცხოა... თუ სხვა ფოტო?