ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელ შორენა
ბუკიას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
შორენა მასწავლებელს წარმატება მისმა ყოფილმა
მოსწავლეებმა, ამჟამად სტუდენტებმა,
პოლინა ფილიპიამ და გიორგი ტურავამ მიულოცეს!
პოლინა ფილიპია:
მინდა მთელი გულით მივულოცო შორენა მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი! გულში მას ხშირად „ცოცხალ ენციკლოპედიასაც“ კი ვეძახდი, რამეთუ არ არსებობდა კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა. მყისიერად დაგაბრუნებდა წარსულში და იმდენად დიდი ენთუზიაზმით ყვებოდა ამა თუ იმ ისტორიული პიროვნების ამბავს, ასე მეგონა - ძალაუნებურად ამ ისტორიის ნაწილი ვიყავი. წარმოუდგენელი იყო არ გყვარებოდა და არ გესწავლა საგანი, რომელსაც იგი ასეთი მონდომებითა და სიყვარულით გასწავლიდა!
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შორენა მასწავლებელი ლოიალური, თბილი და მეგობრული ბუნებით ყველა მოსწავლეს უყვარდა. არ არის ადვილი - იყო კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი, კარგი მეზობელი,
კარგი მასპინძელი და ამავე დროს - კარგი მასწავლებელი! ქალბატონი შორენა ყველაფერს
ასწრებდა! მადლობა მას და ჩემს ყველა პედაგოგს, რომელთაგან დედობრივი მზრუნველობის
არაერთი მაგალითი მიმიღია!
გიორგი ტურავა:
ყველა ჩემი
მასწავლებლის მიმართ მინდა გამოვთქვა
მოწიწება და სიყვარული! მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი არც ოჯახში მყოლია ვინმე
და არც ახლო სანათესაოში, მივიღე კარგი განათლება და მე ამ ყველაფერს საკუთარ ნიჭთან
ერთად კარგ პედაგოგებს ვუმადლი!
ნინელი ხუხია, ნინო კვიკვინია, ლელა ალექსანდრია,
სალომე ჯოლოხავა, გულნარა კრავჩენკო, ლიანა ნაჭყებია, მერაბი ქანდარია, მერი თაკვარელია!
- რომელი ერთი ჩამოვთვალო! ყველანი ნამდვილი
პროფესიონალები იყვნენ!
შორენა მასწავლებელზე მხოლოდ კარგი მეთქმის! არაჩვეულებრივი
ადამიანი და ძალიან კარგი მასწავლებელი! ვულოცავ მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!
წარმატებები ჩემს სკოლას!
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე
ულოცავს ქალბატონ შორენას წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!