04.10.2019

ქალბატონ ნინო ცხადაიას ვულოცავთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსს!


ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო ცხადაიას რამდენიმე დღის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა!
    ნინო მასწავლებელს წარმატება მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა, ამჟამად სტუდენტებმა, ლევან ბუსქანძემ და თამაზი კვიკვინიამ მიულოცეს!  

    ლევან ბუსქანძე:

,, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ვულოცავ ნინო მასწავლებელს, რომელმაც  პირველად  მამოგზაურა არაფორმალური განათლების სფეროში,  პირველმა დაგვაწერინა საკმაოდ მასშტაბური სოციალური პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მაშინ ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებაში. ვთვლი, რომ ნინო მასწავლებლის დამსახურებით შევიძინე კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც  მეხმარება საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებაში!
        ნინო მასწავლებელო, მადლობა ყველაფრისთვის,  რაც ჩვენთვის გაგიკეთებიათ!
 მადლობა, რომ იღვწოდით ჩვენი პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის! გვესაუბრებოდით ცხოვრებისეულ სირთულეებზე და გვიზიარებდით  ცოდნასა და გამოცდილებას!

     თამაზი კვიკვინია:

,,ნინო მასწავლებელი, შესანიშნავი პიროვნება, დიდი ინტელექტით გამორჩეული ადამიანია, რომელმაც პროგრამულ მასალასთან ერთად გვასწავლა ღირებულებებით ცხოვრება და ბევრი საზოგადოდ მნიშვნელოვანი საკითხი გაგვააზრებინა. კურსდამთავრებულების მიმართ განსაკუთრებულად თბილია, გამორჩეულად ემოციური შეხვედრა იცის, მიყვარს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც!“

     სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ასევე ულოცავს ქალბატონ ნინოს წამყვანი მასწავლებლის სტატუსს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!