,,ესაა ბედნიერება! პროფესიული ბედნიერება!“ - ამ შეძახილით
შეხვდა ქალბატონი ნინელი ახალ სტატუსს!
,,იმსახურებდა ნინელი ამ შეფასებას! ის წლების განმავლობაში
შრომობს, იღვწის, უშურველად გადასცემს მოსწავლეებს ცოდნას, თავისი სადამრიგებლო კლასების
მოსწავლეებს კი სრულიად უანგაროდ ამზადებდა და ამზადებს ეროვნული გამოცდებისთვის.“
- დირექტორის მოადგილე ცისანა რატია.
,,ქალბატონი ნინელი უკვე რამდენი წელია ხელმძღვანელობს
სკოლაში კალიგრაფიის წრეს, ასევე მის სახელს უკავშირდება ჩვენი სკოლის მოსწავლეთა დიდი
წარმატებები რესპუბლიკურ კონკურსზე ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“. სწორედ მისი ხელმძღვანელობით
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის ინტელექტუალ მოსწავლეთა გუნდი ორჯერ მოხვდა
საქართველოს ხუთ საუკეთესო სკოლას შორის.“ - ამბობს სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია.
კიდევ ბევრი წარმატება ვუსურვოთ ქალბატონ ნინელის პედაგოგიური
მოღვაწეობის საინტერესო გზაზე!