- ,,მე მიყვარს ბელა მასწავლებელი!“ - თითქმის ტირილით ამბობს მეოთხეკლასელი ნოდარიკო ყორშია.
- ,,მე მიყვარს ბელა მასწავლებელი!“ - ცრემლმორეული იმეორებს ანასტასია შარაბიძე.
- ,,მე მიყვარს ბელა მასწავლებელი!“ - ომახიანად ამბობს ნიკოლოზ ბუკია! - ,,რა არის სატირალი?! მას ჩვენთვის არ უსწავლებია ყურების ჩამოყრა! ის სიკეთის გზით ცხოვრებას გვასწავლიდა! არსად წასულა! ის ახლაც გვაძლევს რჩევებს სოციალური ქსელებიდან!“
- ,,ბელა მასწავლებელი ახლა თბილისელ ბავშვებს ასწავლის...“ - თითქმის ჩურჩულით ამბობს მარიანა თოდუა...
- ,,ბელა მასწავლებელს დაბადების დღეზე დავპატიჟებ და ჩამოვა!“ - ხმამაღლა ამხელს თავის ფიქრებს დათო კობახიძე...
- ,,ყველაზე მეტად რა დამამახსოვრდა?! - მეგრული ლექსები რომ შეგვასწავლა! ‘ (ზაური ყორშია!)
- ,,მეგრული სიმღერები რომ გვასწავლა!“ (დიანა ბუკია!)
- ..ხალხური ცეკვების პოპური რომ გაგვაკეთებინა და მთელი კლასი აგვაცეკვა!“ (რამაზი ბუკია!)
- ..უამრავი საინტერესო სტუმარი რომ მოჰყავდა საკლუბო მუშაობის დროს!“ (ლიკა კვიკვინია!)
- ..მე ბელა მასწავლებლის საზაფხულო სკოლა დამამახსოვრდა! ‘’(ლუკა ცეცხლაძე!)
- ,,მოგზაურთა კლუბი მაგარი იყო!“ (დიტო ბიგვავა!)
- ,,ბელა მასწავლებელმა ბუკებზე მუშაობა გვასწავლა!“ (ნინი ჭითანავა)
- ,,მან ქართულ და უცხოურ ზღაპრებს გვაზიარა!“ (მურთაზი კვიკვინია!)
- ,,მან გვაჩვენა ქართული ფილმები, სადაც ჩანს სამშობლოს სიყვარული. ბელა მასწავლებელმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩვენ უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო - საქართველო!“ (მარიამ წულეისკირი!)
- ,,ბელა მასწავლებელი გაკვეთილებს არასდროს აცდენდა!“ (გიორგი ჯინჯოლავა!)
- ,,ის ჩვენი პირველი მასწავლებელი იყო! მე მახსოვს, როგორ ჩაგვიხუტა ყველა, როცა პირველ კლასში მოვედით!“ (გურგენი კვიკვინია!)
- ,,ბელა მასწავლებელი დედასავით იყო!“ (ნატალი ცხადაია!)
- ,,მე დამამახსოვრდა ბელა მასწავლებლისგან ღონისძიება - დედამიწის დღე!“ (ლიზი გაბრავა!)
- ,,მე მახსოვს, თუ როგორ გვასწავლა ბელა მასწავლებელმა ქაღალდის დაზოგვა. მან გვაჩვენა ფილმები იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ქაღალდი. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ იმ დღიდან უფრო ვუფრთხილდები ქაღალდს!“ (ლინდა პერტია!)
- ,,მე ვულოცავ თბილისელ ბავშვებს, ასეთი კარგი მასწავლებელი რომ ყავთ!“ (ლელა ესებუა!)
- ,,მე ყველაფერი კარგი მახსოვს!“ (თემური ბუკია!)
- ,,ბელა მასწავლებელი ყოველთვის მოგვენატრება!“ (მარიამ ესებუა!)
ეს ის მცირე გზავნილებია, რომელსაც მისი ყოფილი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები უძღვნიან ბელა მასწავლებელს!
არ შემიძლია ცალკე არ აღვნიშნო მერვეკლასელი ლუკა ჯღარკავა, რომელიც სოციალური ქსელებით ლამის ყოველდღიურ რეჟიმში უძღვნის ძვირფას სიტყვებს თავის პირველ მასწავლებელს!
არაფერს ვამბობთ პედკოლექტივზე, სადაც ასევე დიდი სიყვარულით მოიხსენიებს ბელა მასწავლებელს ყველა!
ცხოვრება გრძელდება!
ბოლოს კი მეოთხეკლასელთა შეძახილი:
,,ბელა მასწავლებელო, გილოცავთ მენტორის სტატუსს!!!“